მხიარული ეტრუსკები |
ფუფუნება და მოლხენა:
ეტრურია შედგებოდა 12 ქალაქი-სახელმწიფოსგან //ლუკუმონიისგან// და ყოველი მათგანის სათავეში იდგა მეფე-ლუკუმონი.
ეტრუსკული ქალაქები არანაირად არ ყოფილან დაკავშირებულნი ერთმანეთთან პოლიტიკურად და მათ აერთიანებდა მხოლოდ რელიგია. მონარქები გადაწყვეტილებათა მიღების წინ მიმართავდნენ წინასწარმეტყველებს და ქურუმებს.
სწორედ ეს ინდივიდუალიზმი და დაქუცმაცებულობა იყო პოლიტიკურად კარგად ორგანიზებული რომის პირისპირ მდგარი დიდი ეტრუსკული ცივილიზაციის გაქრობის მიზეზი.
ეტრუსკული ოქრომჭედლობის არც საუკეთესო მაგალითი |
ცნობილია მაგალითად ჭამა-სმის და ძვირფასი ჭურჭლის მოყვარული ეტრუსკების ნადიმების ბრწყინვალება. ეტრუსკები იყვნენ აგრეთვე კარგი მევენახეები და მეღვინეები და მათ ღვინოს მიირთმევდა მთელი ცმელთაშუაზღვისპირეთი. ფიქრობენ რომ სწორედ ეტრუსკებმა ასწავლეს თუ რა არის ღვინო ფრანგთა წინაპარ გალებს. // სამწუხაროდ აქ არაა ნათქვამი რომ ეტრუსკებმა დააარსეს ქალაქი რომი,რომ რომის პირველი მეფეები ეტრუსკები იყვნენ,რომ ეტრუსკები იყვნენ ევროპის პირველი მეტალურგები და ეტრუსკების მიერ ნაპოვნი ლითონის შლაკს პირველ მსოფლიო ომის ფროს იყენებდა მუსოლინიც როდესაც ტყვიებისთვის საჭირო ლითონი შემოაკლდა,რომ ეტრუსკები იყვნენ არაჩვეულებრივი ოქრომჭედლები და მათ მოახდინეს ევროპის პირველი ეკონომიკური სასწაული,მაგრამ ეს სხვა დროს და სხვა ადგილას,მთარგმნელი//.
ანტიკურ ხანაში იშვიათი მოვლენა. ეტრუსკულ საზოგადოებაში ქალი მამაკაცივით პატივცემული და თავისუფალი იყო. ის თავის შვილებს აძლევდა თავის სახელს,მონაწილეობდა ყველა საქმიანობაში. ესწრებოდა ნადიმებს,სპორტულ სანახაობებს თუ თეატრალურ წარმოდგენებს.
ეტრუსკთა რაშები ტარკვინიიდან |
რომში ეტრუსკ ქალს უყურებდნენ როგორც კახპას. ეტრუსკების კონკურენტი და მტერი ბერძნების ისტორიკოსებიც ეტრუსკებს აღწერდნენ ავხორც და აღვირახსნილ ხალხად,რაც იყო ძველი ინფორმაციული ომის ეპიზოდი.
სინამდვილეში ეტრუსკებს ჰქონდათ ცხოვრების ძალიან თავისუფალი წესი რაზედაც მოწმობს ეტრუსკთა ლხინის ამსახველი მრავალი ფრესკა.
ექსპრესიული ხელოვნება:
აყვავებულმა ეტრუსკულმა ცივილიზაციამ შექმნა ანტიკური ხანის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ხელოვნება.
აკლდამების და საცხოვრებლების ფრესკები, ლარნაკების მოხატულობა,
ლითონის და თიხის ქანდაკებები, არაჩვეულებრივი ოქრომჭედლობა, ქარგვა...
ეტრუსკების მხატვრობა გამოირჩევა დინამიზმით.
ეტრუსკები წერდნენ აგრეთვე მუსიკას და უკრავდნენ მას მათი თანამედროვე ხალხებისთვის უკვე ცნობილ საკრავებზე //ფლეიტა-სალამური, ქნარი,კითარა. ეს მუსიკა თან ახლავდა ალბათ რელიგიური ცერემონიების თუ ნადიმის დროს შესრულებულ სიმღერებსა და ცეკვებს.
კარგმა მშენებელმა ეტრუსკებმა მოიგონეს მშენებლობის ტექნიკები რომლებიც მერე გადაიღეს რომაელებმა.
კეთილდღეობის მეცნიერება:
ეტრუსკებს ჰქონდათ დამწერლობა, ტექსტს მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობდნენ. ცოტა დარჩა ეტრუსკულად დაწერილი დოკუმენტი...
ჰედინისტი ეტრუსკები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მათ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
ღვინით სავსე სასმისის აუზში სროლით მოთამაშე ეტრუსკი. თამაშს ერქვა კოტაბი. |
ამას არ შეუშლია ხელი ეტრუსკთა რაციონალური მედიცინის განვითარებისთვის. ეტრუსკების სალოცავთა ფრესკებზე ვხედავთ ანატომიურ ტაბულებს რომლებიც აჩვენებს გულს,ფილტვებს,ღვიძლს,უტერუსს ეს ავლენს ეტრუსკების ღრმა ცოდნას ამ სფეროში. ეტრუსკთა აკლდამებში ნაპოვნია ქირურგიული ინსტრუმენტები რომლებითაც ტრეპანაციასაც კი აკეთებდნენ. მეტიც,ნაპოვნია ოქროს პროტეზი! ეტრუსკებმა შესანიშნავად იცოდნენ ბოტანიკა და მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ მცენარეებს //
ეტრუსკები და თამაშები:
ისევე როგორც უფრო ადრე ბერძნებს და შემდეგ რომაელებს ეტრუსკებსაც უყვარდათ თამაშები. ისინი იმართებოდა წელიწადში ერთხელ როდესაც 12 ეტრუსკული ქალაქი სახელმწიფოს მეფეები იკრიბებოდნენ რელიგიური მანიფესტაციებისთვის და დროისტარებისთვის. იყო ცეკვის, თეატრალური
ეტრუსკული ქიმერა .ამის ქვევითაც ეტრუსკული ნაკეთობებია... |
იყო ასხვა გასართობი თამაშებიც,მაგალითად ღვინის მიწაზე დაწუწების და დიონისეს სახელის წარმოთქმის შემდეგ ღვინით სავსე სასმისის აუზში სროლა და საყვარელი არსების სახელის წარმოთქმა. თუ კი ღვინო აუზში მოხვდებოდა ეს კარგ ნიშნად ითვლებოდა. თამაშობდნენ კამათლებითაც და ა,შ...
No comments:
Post a Comment