2011-11-02

გამქრალი ცივილიზაციები-2,კელტები:


კელტები ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ გალიაში/ (აფრანგეთი)ევროპის დიდ ნაწილში, მცირე აზიაში, მათ აერთიანებდათ საერთო ენა, მითოლოგია და რიტუალები. ძვ.წ. VIII-III საუკუნეებში კელტები დამკვიდრდნენ ირლანდიაში, ბრეტანში, უელსში, გალიაში (თანამედროვე საფრანგეთი), ცენტრალურ ევროპაში (ბოჰემია, მორავია, სერბია, ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი), გერმანიაში, ესპანეთიის და იტალიის ჩრდილოეთში,ზოგი კელტი ხალხი ჩავიდა მცირე აზიაშიც  (თანამედროვე აზიის თურქეთი...)

სინამდვილეში ეს ცივილიზაცია შედგებოდა მრავალი დამოუკიდებელი ტომისგან რომელთაც აერთიანებდა საერთო ენა,მითოლოგია და რიტუალები. მათ არასოდეს
სცოდნიათ პოლიტიკური ერთობა, მყარდებოდა მხოლოდ 
საკიდი, კელტების ჯვარი
ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებით განპირობებული ზოგი ლოკალური ალიანსი. 
მესამე საუკუნეში კელტური ცივილიზაციის გაქრობის მიზეზი ალბათ სწორედ ტომთა დამოუკიდებლობაა. დამოუკიდებელი კელტური ტომები გაითქვიფნენ უფრო ორგანიზებულ ხალხებში,მათ შორის გერმანელებში და რომაელებში. 
გალიის ომი და ა.წ. პირველ საუკუნეში მათი დამორჩილება რომის იმპერიის მიერ უნდა იყოს დასაწყისი კელტების დაცემა-დაკნინებისა ყველგან გარდა ირლანდიისა რომელსაც არასოდეს უნახავს რომაელი ჯარისკაცი.
მას შემდეგ ოფიციალურ ენად იქცა ლათინური,ოფიციალურ რელიგიად რომაული რელიგია და შემდეგ ქრისტიანობა.

                      ფორტები და გამაგრებული ქალაქები:
კელტებმა იცოდნენ დამწერლობა,მაგრამ ,მათ ერჩივნათ ზეპირი გადაცემა და ამიტომ მათ ცოტა დოკუმენტი დატოვეს. ისინი უფრო ცნობილები არიან ბერძენი და რომაელი ისტორიკოსების ნაწერებით,განსაკუთრებით იულიუს კეისარის მონათხრობით. კელტების ისტორია ნაწილობრივ ცნობილია არქეოლოგიის წყალობითაც. 
იპოვეს გამაგრებული კონსტრუქციები,რაც მიუთითებს გარკვეულ ლოკალურ ორგანიზაციაზე. არის სიმაღლეებზე და სავაჭრო გზებზე მდებარე ერთი-სამი ჰექტარის ფორტებიც. ისინი თითქოს ასრულებდნენ ბაზრების,
ლოკალური სავაჭრო ცენტრების როლს.ამ კომერციულმა დინამიზმა ჯერ კიდევ მომთაბარე კელტებს უბიძგა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლისკენ. კელტებმა შექმნეს ახალი დინასტიები და ადგილ-ადგილ გაჩნდა კელტთა ჭარბი მოსახლეობაც. 
მოგვიანებით,მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად კელტებმა ააგეს ნამდვილი გამაგრებული ქალაქები,ოპიდაები,რომლებიც იღებდნენ საზოგადოების ყველა კლასს//მეფეს,დრუიდს,მეომრებს,ხელოსნებს...//. ისინი ლაპარაკობენ ლოკალური ზოგჯერ მდიდარი საზოგადოებების არსებობაზე. ამ ქალაქების ირგვლივ ნაპოვნია მდიდრული სამარხები. 
იმ ხანის სავაჭრო გზების გასწვრივ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ბრიტანეთის კუნძულებზე,გერმანიაში და სამხრეთ საფრანგეთში გამოავლინა მრავალი კელტური დასახლება. საფრანგეთში ყველზე ცნობილი კელტური დასახლებაა ოპიდიუმი ალეზია, სადაც  იულიუს კეისრის ჯარებმა დაამარცხეს კელტთა,გალთა  სახელგანთქმული ბელადი ვერსანჟეტორიქსი. ალეზიას არსებობა უეჭველია,ამას ადასტურებს მრავალი ნაწერი,მაგრამ  დაუზუსტებელია მისი ადგილმდებარეობა.

                         ლხინი და ხელოსნობა:
მაჩხუბარები, მკვეხარა-ტრაბახები, დროისტარების მოყვარულები,ასეთი რეპუტაცია შეუქმნეს კელტებს მათმა თანამედროვე მწერლებმა. ამ ხატის სისწორეს ადასტურებენ არქეოლოგიური გათხრები. ჯამ-ჭურჭელი მოწმობს იმაზე რომ კელტები ხელიდან არ უშვებდნენ მოლხენის საბაბს და საშუალებას.
რომაელთა თანახმად ეს ბარბაროსი კელტები მკვეხარობის ნამდვილ კონკურსებს მართავდნენ მათი ნადიმების //სიმპოზიონების// დროს. ამ  მხოლოდ მამაკაცთა ნადიმებზე კელტები ერთმანეთს ტრაბახში ეჯიბრებოდნენ და იქვე იწვებოდა მოშინაურებული ღორები. ატეხილ ჩხუბს ამშვიდებდა კაი სასმელი. 
ჭამა-სმის და კვეხნის გარდა კელტებს ხელოსნობაც უყვარდათ. მჭედლები ბრინჯაოსგან აკეთებდნენ შესანიშნავ ჭურჭელს,მუზარადებს, ხმლებს და მათ ბუდეებს რომლებსაც ამკობდნენ სხვა ლითონებით. რკინას იყენებდნენ სახნისების,ლურსმნების და გასაღებების გასაკეთებლად. ზოგი კელტი კასრს იგონებდა და ზოგი გამომწვარი თიხის ქვევრებს და ლარნაკებს. იპოვეს კვალი სახელოსნოებისა სადაც ჭრიდნენ ფულს. ცნობილი იყო კელტების ფერადი ქსოვილებიც რომლებისგანაც კერავდნენ ტუნიკებს,მოსასხამებს, მამაკაცთა შარვლებს. 
დაბოლოს კელტური ხელოვნება ითვლება ევროპაში გავრცელებულ პირველ ხელოვნებად. უნიკალური,იშვიათად ფიგურატული კელტური ხელოვნება იყენებს ყველა მასალას,ძვალს,რკინას,თიხას,ქვებს და წარმოადგენს დაწმენდილ, სტილიზებულ,რელიგიური სიმბოლოებით დატვირთულ მოტივებს. 
მიმართავენ რა თავის ინდოევროპულ საწყისებს, კელტი მხატვრები და ხელოსნები იყენებენ ეტრუსკული ხელოვნების ელემენტებსაც, მაგალითად პალმეტებს და ლოტოსის ყვავილებს. მათზე მალე გავლენას მოახდენენ ბერძნული, რომაული და ქრისტიანული სტილები.  
ესთეტიკა, მაშ, იყო კელტური საზოგადოების მნიშვნელოვანი კომპონენტი როგორც ობიექტებისთვის ისე თვითონ კელტების პიროვნული ასპექტისთვის. ცნობილია რომ კელტები იღებავდნენ თმებს და სხეულს და ატარებდნენ სამკაულებს რომელღაც ნახულობენ წარჩინებულთა საფლავებში.

                  დრუიდი,  წინასწარმეტყველი და ექიმი, ბარდი:
კელტური საზოგადოების ორგანიზაციაში მთავარ როლს ასრულებდნენ დრუიდები. ეს სიტყვა კელტურად ნიშნავს ძალიან ბრძენს. მხოლოდ მათ შეეძლოთ ურთიერთობა ღმერთებთან და მათ ხელში იყო მთელი ძალაუფლება და ცოდნა. 
დრუიდები იყვნენ ექიმები,წინასწარმეტყველები,ჯადოსნები, ისინი ასწავლიდნენ ისტორიას და გენეალოგიას და ისინი აზიარებდნენ ბავშვებს ტრადიციას რომლის მცველებიც თვითონ იყვნენ. მათ შეეძლოთ ყველას,მათ შორის მეფეების შეწყალება და სიკვდილით დასჯა. დრუიდები იყვნენ მეფის მრჩევლები მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებშიც. ფიქრობენ რომ დრუიდებმა ითამაშეს დიდი როლი 52 წლის აჯანყებაში რომელმაც გალები ალეზიასთან დანებებამდე მიიყვანა. 
დრუიდები უძღვებოდნენ  ჩვენთვის ნაწილობრივ ცნობილ რელიგიურ ცერემონიებსაც. ხშირი იყო ცხოველთა თუ ადამიანთა მსხვერპლად მიტანა რისი მიზანიც იყო საზოგადოებისთვის მისი უწმინდურობების მოშორება. შემდეგ იყო შეწირულობა წმინდა ადგილთან, ტბასთან, მთასთან.  

და ბოლოს დიდი მნიშვნელობა აქვს დაკრძალვის რიტუალს.

კელტები ფიქრობდნენ სიკვდილი არის ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა. ევროპაში დამკვიდრების პირველ პერიოდში კელტები წვავდნენ მიცვალებულებს,შემდეგ კი მარხავდნენ,საფლავში ატანდნენ იარაღს...
კელტების სასულიერო წოდების წევრები იყვნენ აგრეთვე ვატი და ბარდი. პირველი უფრო სპეციალიზებული იყო წინასწარმეტყველებაში და მედიცინაში,დისციპლინებში რომლებიც იღებდნენ ქალებსაც. დრუიდები კი იყვნენ მხოლოდ მამაკაცები რომლებიც რეგიონების შესაბამისად 12 თუ 20 წელს სწავლობდნენ. 
ბარდი კი ქმნიდა მაღალი პერსონაჟების მადიდებელ თუ მასხრად ამგდებ პოეტურ ნაწარმოებებს. თავის ტექსტებში ბარდები ყვებიან ხალხის და მისი ხელმძღვანელების ისტორიას,კელტური კულტურის დამფუძნებელ მითებს.

                           ჯადოსანი მერლინი და ტუტატისი:
ჩვენ ცოტა რემ ვიცით კელტების რელიგიაზე იმიტომ რომ კულტები იცოდნენ მხოლოდ დრუიდებმა რომელთაც ეკრძალებოდათ წერა. გალების პანთეონის ნაწილი ცნობილია იულიუს კეისარის ნაშრომი "გალიის ომის" წყალობით. თუმცა ის კელტთა ღმერთებს უწოდებს მათი რომაული ექვივალენტების სახელებს. საფიქრებელია რომ მრავალი ტომისგან შემდგარი ეს ხალხი თავის ღმერთებს ევროპის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელით იხსენიებდა. ...
კელტები არიან ანიმისტები და მათ შეუძლიათ ღმერთის დანახვა ყველაფერში//ღმერთი-ხე,ღმერთი-მდინარე, ღმერთი-მთა...//. მაგრამ კელტები არ აღმართავენ ტაძრებს, არ დგავენ კერპებს,არ სცემენ თაყვანს არანაირ რელიგიურ ხატს და და მათ ღმერთებს პატივს მიაგებენ ისეთ ბუნებრივ ადგილებში როგორებიცაა ჭაობები,ტყეები,მდინარეები. 
მაგრამ არსებობს მთელი ცივილიზაციის დამფუძნებელი მითი. ესაა "ჯადოსანი ტუირედის ბრძოლა" რომელიც აღწერს ირლანდიის ღმერთების ბრძოლას მჩაგვრელი და მნგრეველი სულები ფომუარების წინააღმდეგ.
კელტური რელიგია ჩვენ ცუდად ვიცით მაგრამ ბარდების თხზულებებმა მოაღწია ჩვენამდე. ისინი დიდად გარდაქმნა ქრისტიანობამ რომელიც ცდილობდა ლოკალური გმირების თავგადასავლების დაკავშირებას ბიბლიის მოთხრობებთან. 
ასე ვიცნობთ ჩვენ ა.წ.მე-12 საუკუნეში კრეტიან დე ტრუას მიერ დაწერილ მეფე არტურის ლეგენდებს რომლებიც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება კელტურ თქმულებებს. 
ფერია მორგანა რომელიც თავიდან ცდილობდა ბრეტანის დაცვას კათოლიციზმის მზარდი გავლენისგან გადაიქცა კეთილ კათოლიკე დედოფალ გენივრთან მენრძოლ ბოროტ ჯადოსნად....
ჯადოსანი მერლინი.ბროსელიანდის მითიური ტყე,ხმალი ესკალიბური რომელიც უძლეველს ხდის მის მფლობელს გამოსულები არიან კელტური ფოლკლორიდან და გაზიარებული არიან ქრისტიანული აზრის მიერ.
ტრისტანის და იზოლდას ისტორიის საწყისიც არის ირლანდიურ კელტურ მითოლოგიაში.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

კელტურად დღეს ისევ ლაპარაკობენ ბრეტანში (საფრანგეთი), ირლანდიაში, შოტლანდიაში და მანის კუნძულზე.           



           


   

2011-11-01

გამქრალი ცივილიზაციები-1, წინაისტორიული ცივილიზაციები

წინაისტორია არის ადამიანის გაჩენასა და დამწერლობის შექმნას შორის მოქცეული ხანა. ეს ძალიან ხანგრძლივი ისტორია დაიწყო სამი მილიონი წლის წინ და დამთავრდაძვ.წ მე-5 ათასწლეულში. იმ ხანაში ჩაეყარა საფუძველი ყველა ადამიანურ ცივილიზაციას.

წინაისტორიული მხატვრობიდან
ტომთა დაჯგუფება, მცველი და მფარველი შენობები,იარაღების კეთება,
მიწათმოქმედება და მეცხოველეობა, ყველაფერი ეს გაჩნდა წინაისტორიული ცივილიზაციების მოთხოვნილებებიდან. განსაკუთრებით 4,4  მილიონ და 1 მილიონ წლებს შორის აფრიკაში მცხოვრები ავსტრალოპითეკების, 250 000 წლის წარმოშობით ევროპელი და აზიელი ნეანდერტალელების და ბოლოს ძვ.წ. 40 000 წელს ევროპაში გაჩენილი კრომანიონელების მოთხოვნილებებიდან.
 
ადამიანთა ამ სამი სახეობიდან გადარჩა ერთადერთი და დღეს ის ცხოვრობს ყველა კონტინენტზე. არქეოლოგია ადასტურებს ადამიანთა ამ სამივე ჯგუფის გავლენას ჰომო საპიენსის მიერ შექმნილი ყველა ცივილიზაციის განვითარებაზე.

ტომი ეწყობა:
თავიდან ბუნებრივი საფრთხეების //ჰავა,ცხოველები// პირისპირ მცირე მომთაბარე ჯგუფედაც მცხოვრებმა ადამიანმა მალე ისწავლა კლანებად,ტომებად,ოჯახებად დაჯგუფება. ჯგუფი კარგად იცავდა ადამიანს ყოველდღიური საფრთხეებისგან. ადამიანმა მაშინ ისწავლა გამოქვაბულების გამოყენება,შემდეგ ტოტებით ქოხების აგება,შემდეგ პირუტყვის ტყავით გარშემორტყმული ქოხების აგება. ეს ქოხები იოლად იშლებოდა და ეწყობოდა და ადვილი იყო მათი ტარება ჯგუფების გადაადგილებისას,მათ მიერ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისას.

ნეოლითურ ანუ გაპრიალებული ქვის ხანაში //ძვ.წ.12000-9000 წწ.// მიწათმოქმედების განვითარებასთან დაკავშირებით ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლასთან ერთად გაჩნდა პირველი ქვისგან ნაგები სოფლები.

ქალაქების ამ ემბრიონების უძველეს ნაშთებს ვნახულობთ ახლო აღმოსავლეთში, მაგალითად უზრაელში თუ იორდანიაში სადაც არქეოლოგებმა ნახეს 12000 წლის ნახევრად დამარხული წრიული საცხოვრებლები. ანატოლიაში არის ალიზით ნაგები ერთმანეთს მიყუდებული სახლები რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან შიდა ეზოებით. შუაში იყო ბუხრიანი მთავარი ოთახი. არქეოლოგების აზრით ისინი 10 000 წლის წინ უნდა იყოს აგებული.

დასახლებას შეეძლო მრავალი ასეული პირის დაბინავება და ის იშლებოდა 15 ჰექტარზე. მალე საცხოვრებელი დაიყო სპეციალიზებულ სივრცეებად // სასადილო ოთახი, საძინებელი, საკვების საწყობი, საკუჭნაო...//.

ამის პარალელურად ტომების წევრებმა დაიწყეს ორგანიზება ბინადარი ცხოვრების შესაბამის საზოგადოებად: გაჩნდნენ მშენებელი კალატოზები, ხისმჭრელები, ქვისმთლელები. ქალები მისდევდნენ შეგროვებას და მიწათმოქმედებას,მამაკაცები ნადირობდნენ და ომობდნენ ვინაიდან ადამიანის ორგანიზებული ცივილიზაციის გაჩენასთან ერთად გაჩნდა საკუთრების ცნებაც და ესე იგი ქონებაც რომელიც საჭიროებდა დაცვას. ანუ გაჩნდა ომიც.

მოსახლეობა იზრდება, იწყება ტერიტორიული კონფლიქტები და სოფლებს აგებენ სიმაღლეებზე ან ამაგრებენ გალავნებით. ნეოლითური ხანით თარიღდება მრავალი შეგნებულად გაჩენილი ხანძრის ნაკვალევი დარტყმებისა და ჭრილობების კვალის მქონე ჩონჩხთა ფრაგმენტები.

ჭამის დრო:
მკვლევარების თანახმად ადამიანი ნადირობითა და შეგროვებით ცხოვრობდა 20 000 წლამდე.  ასეთი კვება გულისხმობს ბუნების მიერ სპონტანურად მოცემულის გამოყენებას. ტერიტორიის რესურსების ამოწურვა და ჰავის ცვლილება კარნახობდა ცხოვრების მომთაბარულ წესს. მომთაბარეობა კი აძნელებდა ჭარბი საკვების დაგროვებას. ნანადირევს და შეგროვებულს დაუყოვნებლად ინაწილებდნენ და ჭამდნენ.მეცხოველეობა და მიწათმოქმედება დაიწყეს ნეოლითის ხანაში. წინაისტორიულ ნასახლარებზე ნახეს ჩვენს წინაპართა საკვების მრავალი კვალი: ხილი, მარწყვი, სოკო, ფესვები... ნახეს აგრეთვე ზღვის მოლუსკების,ზღვის და მტკნარი წყლის თევზის კვალი.

მეცხოველეობის დაწყებამდე ადამიანების გადარჩენისთვის აუცილებელი იყო ნადირობაც. ძველი ადამიანი უტევდა ცხოველთა დღეს გამქრალ იმპოზანტურ სახეობებს,მაგალიტად მამონტებს,გამოქვაბულების ლომებს,წინაისტორიულ დათვებს. ეს ცხოველები შეადგენდნენ ძველი ადამიანის საკვების მნიშვნელოვან ნაწილს და წინაისტორიული დასახლებები სავსეა მათი ძვლებით. ნადირობა აგრეთვე იძლეოდა კარვების მშენებლობისას, სამოსისთვის და იარაღების კეთებისას გამოყენებულ ტყავს და ძვლებს.

ადამიანმა ძალიან მალე ისწავლა ზოგი ცხოველის,მაგალითად თხის და ცხვრის, მოშინაურება, ჯოგებისთვის საძოვრების ძიება ხელს უწყობდა და ახანგრძლივებდა მომთაბარე ცხოვრებას.

მაგრამ ცხოვრების მთელი წესი შეიცვალა მაშინ როდესაც ადამიანმა ისწავლა მარცვლეულის მოყვანა.  დამუშავებული და დათესილი მიწის მოვლის აუცილებლობამ აუცილებელი გახადა ბინადარი ცხოვრება. შესაძლებელი გახდა სურსათ-სანოვაგის დაგროვება.

პირველად მოიყვანეს მარცვლეული//პური,ქერი.ცერცვი,ბრინჯიმსიმინდი...// მიწათმოქმედების და მოსავლის აღების გასაადვილებლად ადამიანმა დაიწყო ხის,ქვის ან ძვლის იარაღების კეთება. ნეოლითურ ხანაში განვითარდა ხელოსნობა,მაგალითად მეთუნეობა, კალათების და გოდრების წვნა,რაც აუცილებელი იყო სურსათ-სანოვაგის შესანახად.

ცეცხლი, იარაღი და ხელოვნება:
ცეცხლის გამოყენება უნდა დაწყებულიყო 400 000 წლისთვის.  დანთებული ცეცხლის პირველი კვალი აღმოჩნდა ჩინეთში ჟუკუდიანში. უცნობია თუ რა იყო ამ პირველი კერების ზუსტი ფუნქციები,მაგრამ იოლი წარმოსადგენია რომ კერაში მობრიალე ცეცხლი იცავდა სიცივისგან,ცხოველებისგან,ანათებდა სიბნელეს, მასზე ამზადებდნენ საჭმელს.

ცეცხლმა ბევრად გააუმჯობესა წინაისტორიული ადამიანის ცხოვრების პირობები, ადამიანისა რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა არ აჭარბებდა 25 წელს.

რამოდენიმე ათას წელიწადში გაჩნდა ბევრად უფრო აწყობილი საზოგადოება. აკეთებდნენ ბევრად უფრო სრულყოფილ,თუმცა რუდიმენტარულ იარაღებს: შუბს, დანას, შვილდისარს... მოგვიანებით დაიწყეს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო იარაღების, მიწათმოქმედებისთვის საჭირო მიწის გასანთავისუფლებად ტყეების გასაჩეხად აუცილებელი ქვის ცულების,ნამგლების,ცელების...კეთება.

იარაღთა კეთებას ხელი შეუწყო ომებმა რომლებიც გახშირდა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად. ტერიტორიის და ქონების დაცვის აუცილებლობამ ბიძგი მისცა შუბების,კეტების,შურდულების კეთებას.

ჩვენთვის ცნობილი პირველი ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში მოხდა ეგვიპტეში  და დათარიღდა დაახლოებით 13 000 წლით. ნაპოვნია ბრძოლაში დაღუპულთა 58 ჩონჩხი.

ახალშობილ ცივილიზაციას არ გაუჩენია მხოლოდ ომი. თავისი ადგილი ნახა ხელოვნებამაც. გარკვეული დროიდან ადამიანის ერთადერთი საზრუნავი აღარ ყოფილა გადარჩენა.

300 000 წლის წინ ნახატ თუ ნაკაწრ ქვებზე გამოჩნდა პირველი გეომეტრიული ორნამენტები. ადამიანის მხატვრული გამოხატვის ერთ-ერთი უძველესი ფორმა 75000 წლისაა. ის იპოვეს სამხრეთ აფრიკაში,ნასახლარ ბლომბოსზე. ნიჟარებთან დაკავშირებული იყო შეღებილი და გეომეტრიული მოტივებით შემკული ქვები.

ნეოლითის ხანაში ხელოვნება გამრაველფეროვნდა.გაჩნდა მოხატული გამოქვაბულები //შოვე,31000 წელი,ლასკო,18000 წელი//. იყენებდნენ სხვადასხვა ტექნიკას, ძალიან რეალისტურად გამოსახავენ ცხოველებს კაწრვით//გრავირებით//ფერწერით,არის ხელების ნაკვალევიც.  წინაისტორიულ ნასახლარებზე აღმოაჩინეს ქვის,სპილოს ძვლის თუ სხვა ძვლის ქანდაკებები...

თავიანთი ქმნილებებისთვის წინაისტორიის მხატვრები იყენებდნენ ბუნებრივ საღებავებს, მაგალითად ოქრას, ნახშირს ან მარგანეცის ჟანგს. ხმარობდნენ ფუნჯებს...

მკვლევართა უდიდესი ნაწილის აზრით გამოქვაბულთა ეს წინაისტორიული მხატვრობა უნდა ყოფილიყო გარკვეული კულტის სამსახურში და არის წინაისტორიულ ხანაში რელიგიის არსებობის მოწმობა.

მეგალითები, მიცვალებულთა კულტი?

არ არსებობს ცივილიზაცია მიცვალებულთა კულტის გარეშე. არქეოლოგები თითქოს ადასტურებენ ამ კულტის არსებობას ნეოლითის ხანაში და უფრო ადრეც კი. 

100 000 წლით დათარიღებული პირველი საფლავები აღმოაჩინეს ახლო აღმოსავლეთში. გარკვეული წესით დაკრძალული ჩონჩხები რომელთაც თან ახლდა მცენარეულობა თუ ნიჟარები. ისინი დაკრძალულებია საგანგებოდ გათხრილ ორმოებში.  მაშ მათ აქვთ დასაკრძალი რიტუალის ყველა ნიშანი.

საფრანგეთში  მონუმენტური არქიტექტურის კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ფორმაა დოლმენი. ვერტიკალურად აღმართულ ქვებზე დაწყობილი ერთი თუ მრავალი ფილისგან შემდგარ დოლმენებში იყო კოლექტიური საფლავები.ზოგ მათგანს იყენებდნენ მრავალი საუკუნის მანძილზე და მათში არის ნეოლითური ხანის //5000 წ.// ადამიანთა ნაშთებიც.

ამავე პერიოდში ადამიანი ალბათ საკრალურთან დაკავშირებული მოსაზრებებით აგებდა მენჰირებსაც. მსოფლიოში ყველგან არსებული მონოლითები შემკული სახეების,ორნამენტის,იარაღის გამომსახველი ნაკაწრი ბარელიეფებით.

ჩვენ  ცოტა რამ ვიცით მენჰირების გამოყენების შესახებ,მაგრამ ისინი ადასტურებენ რომ ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ესთეტიკური და სულიერი მოთხოვნილებები.

წინაისტორია მთავრდება დამწერლობის გაჩენასთან ერთად, მაგრამ დამწერლობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს ჩნდება. 

შუამდინარეთში დამწერლობა გაჩნდა ძვ. წ.3300 წელს, ეგვიპტეში-ძც.წ.3200 წლისთვის, ჩინეთში ძვ.წ.პირველ ათასწლეულში, ცენტრალურ ამერიკაში ძვ.წ.2000 წლისთვის, გალიაში//საფრანგეთში// ძვ.წ.50 წლისთვის და ახალ გვინეაში ა.წ. 1900 წლისთვის.