2011-11-02

გამქრალი ცივილიზაციები-2,კელტები:


კელტები ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ გალიაში/ (აფრანგეთი)ევროპის დიდ ნაწილში, მცირე აზიაში, მათ აერთიანებდათ საერთო ენა, მითოლოგია და რიტუალები. ძვ.წ. VIII-III საუკუნეებში კელტები დამკვიდრდნენ ირლანდიაში, ბრეტანში, უელსში, გალიაში (თანამედროვე საფრანგეთი), ცენტრალურ ევროპაში (ბოჰემია, მორავია, სერბია, ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი), გერმანიაში, ესპანეთიის და იტალიის ჩრდილოეთში,ზოგი კელტი ხალხი ჩავიდა მცირე აზიაშიც  (თანამედროვე აზიის თურქეთი...)

სინამდვილეში ეს ცივილიზაცია შედგებოდა მრავალი დამოუკიდებელი ტომისგან რომელთაც აერთიანებდა საერთო ენა,მითოლოგია და რიტუალები. მათ არასოდეს
სცოდნიათ პოლიტიკური ერთობა, მყარდებოდა მხოლოდ 
საკიდი, კელტების ჯვარი
ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებით განპირობებული ზოგი ლოკალური ალიანსი. 
მესამე საუკუნეში კელტური ცივილიზაციის გაქრობის მიზეზი ალბათ სწორედ ტომთა დამოუკიდებლობაა. დამოუკიდებელი კელტური ტომები გაითქვიფნენ უფრო ორგანიზებულ ხალხებში,მათ შორის გერმანელებში და რომაელებში. 
გალიის ომი და ა.წ. პირველ საუკუნეში მათი დამორჩილება რომის იმპერიის მიერ უნდა იყოს დასაწყისი კელტების დაცემა-დაკნინებისა ყველგან გარდა ირლანდიისა რომელსაც არასოდეს უნახავს რომაელი ჯარისკაცი.
მას შემდეგ ოფიციალურ ენად იქცა ლათინური,ოფიციალურ რელიგიად რომაული რელიგია და შემდეგ ქრისტიანობა.

                      ფორტები და გამაგრებული ქალაქები:
კელტებმა იცოდნენ დამწერლობა,მაგრამ ,მათ ერჩივნათ ზეპირი გადაცემა და ამიტომ მათ ცოტა დოკუმენტი დატოვეს. ისინი უფრო ცნობილები არიან ბერძენი და რომაელი ისტორიკოსების ნაწერებით,განსაკუთრებით იულიუს კეისარის მონათხრობით. კელტების ისტორია ნაწილობრივ ცნობილია არქეოლოგიის წყალობითაც. 
იპოვეს გამაგრებული კონსტრუქციები,რაც მიუთითებს გარკვეულ ლოკალურ ორგანიზაციაზე. არის სიმაღლეებზე და სავაჭრო გზებზე მდებარე ერთი-სამი ჰექტარის ფორტებიც. ისინი თითქოს ასრულებდნენ ბაზრების,
ლოკალური სავაჭრო ცენტრების როლს.ამ კომერციულმა დინამიზმა ჯერ კიდევ მომთაბარე კელტებს უბიძგა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლისკენ. კელტებმა შექმნეს ახალი დინასტიები და ადგილ-ადგილ გაჩნდა კელტთა ჭარბი მოსახლეობაც. 
მოგვიანებით,მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად კელტებმა ააგეს ნამდვილი გამაგრებული ქალაქები,ოპიდაები,რომლებიც იღებდნენ საზოგადოების ყველა კლასს//მეფეს,დრუიდს,მეომრებს,ხელოსნებს...//. ისინი ლაპარაკობენ ლოკალური ზოგჯერ მდიდარი საზოგადოებების არსებობაზე. ამ ქალაქების ირგვლივ ნაპოვნია მდიდრული სამარხები. 
იმ ხანის სავაჭრო გზების გასწვრივ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ბრიტანეთის კუნძულებზე,გერმანიაში და სამხრეთ საფრანგეთში გამოავლინა მრავალი კელტური დასახლება. საფრანგეთში ყველზე ცნობილი კელტური დასახლებაა ოპიდიუმი ალეზია, სადაც  იულიუს კეისრის ჯარებმა დაამარცხეს კელტთა,გალთა  სახელგანთქმული ბელადი ვერსანჟეტორიქსი. ალეზიას არსებობა უეჭველია,ამას ადასტურებს მრავალი ნაწერი,მაგრამ  დაუზუსტებელია მისი ადგილმდებარეობა.

                         ლხინი და ხელოსნობა:
მაჩხუბარები, მკვეხარა-ტრაბახები, დროისტარების მოყვარულები,ასეთი რეპუტაცია შეუქმნეს კელტებს მათმა თანამედროვე მწერლებმა. ამ ხატის სისწორეს ადასტურებენ არქეოლოგიური გათხრები. ჯამ-ჭურჭელი მოწმობს იმაზე რომ კელტები ხელიდან არ უშვებდნენ მოლხენის საბაბს და საშუალებას.
რომაელთა თანახმად ეს ბარბაროსი კელტები მკვეხარობის ნამდვილ კონკურსებს მართავდნენ მათი ნადიმების //სიმპოზიონების// დროს. ამ  მხოლოდ მამაკაცთა ნადიმებზე კელტები ერთმანეთს ტრაბახში ეჯიბრებოდნენ და იქვე იწვებოდა მოშინაურებული ღორები. ატეხილ ჩხუბს ამშვიდებდა კაი სასმელი. 
ჭამა-სმის და კვეხნის გარდა კელტებს ხელოსნობაც უყვარდათ. მჭედლები ბრინჯაოსგან აკეთებდნენ შესანიშნავ ჭურჭელს,მუზარადებს, ხმლებს და მათ ბუდეებს რომლებსაც ამკობდნენ სხვა ლითონებით. რკინას იყენებდნენ სახნისების,ლურსმნების და გასაღებების გასაკეთებლად. ზოგი კელტი კასრს იგონებდა და ზოგი გამომწვარი თიხის ქვევრებს და ლარნაკებს. იპოვეს კვალი სახელოსნოებისა სადაც ჭრიდნენ ფულს. ცნობილი იყო კელტების ფერადი ქსოვილებიც რომლებისგანაც კერავდნენ ტუნიკებს,მოსასხამებს, მამაკაცთა შარვლებს. 
დაბოლოს კელტური ხელოვნება ითვლება ევროპაში გავრცელებულ პირველ ხელოვნებად. უნიკალური,იშვიათად ფიგურატული კელტური ხელოვნება იყენებს ყველა მასალას,ძვალს,რკინას,თიხას,ქვებს და წარმოადგენს დაწმენდილ, სტილიზებულ,რელიგიური სიმბოლოებით დატვირთულ მოტივებს. 
მიმართავენ რა თავის ინდოევროპულ საწყისებს, კელტი მხატვრები და ხელოსნები იყენებენ ეტრუსკული ხელოვნების ელემენტებსაც, მაგალითად პალმეტებს და ლოტოსის ყვავილებს. მათზე მალე გავლენას მოახდენენ ბერძნული, რომაული და ქრისტიანული სტილები.  
ესთეტიკა, მაშ, იყო კელტური საზოგადოების მნიშვნელოვანი კომპონენტი როგორც ობიექტებისთვის ისე თვითონ კელტების პიროვნული ასპექტისთვის. ცნობილია რომ კელტები იღებავდნენ თმებს და სხეულს და ატარებდნენ სამკაულებს რომელღაც ნახულობენ წარჩინებულთა საფლავებში.

                  დრუიდი,  წინასწარმეტყველი და ექიმი, ბარდი:
კელტური საზოგადოების ორგანიზაციაში მთავარ როლს ასრულებდნენ დრუიდები. ეს სიტყვა კელტურად ნიშნავს ძალიან ბრძენს. მხოლოდ მათ შეეძლოთ ურთიერთობა ღმერთებთან და მათ ხელში იყო მთელი ძალაუფლება და ცოდნა. 
დრუიდები იყვნენ ექიმები,წინასწარმეტყველები,ჯადოსნები, ისინი ასწავლიდნენ ისტორიას და გენეალოგიას და ისინი აზიარებდნენ ბავშვებს ტრადიციას რომლის მცველებიც თვითონ იყვნენ. მათ შეეძლოთ ყველას,მათ შორის მეფეების შეწყალება და სიკვდილით დასჯა. დრუიდები იყვნენ მეფის მრჩევლები მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებშიც. ფიქრობენ რომ დრუიდებმა ითამაშეს დიდი როლი 52 წლის აჯანყებაში რომელმაც გალები ალეზიასთან დანებებამდე მიიყვანა. 
დრუიდები უძღვებოდნენ  ჩვენთვის ნაწილობრივ ცნობილ რელიგიურ ცერემონიებსაც. ხშირი იყო ცხოველთა თუ ადამიანთა მსხვერპლად მიტანა რისი მიზანიც იყო საზოგადოებისთვის მისი უწმინდურობების მოშორება. შემდეგ იყო შეწირულობა წმინდა ადგილთან, ტბასთან, მთასთან.  

და ბოლოს დიდი მნიშვნელობა აქვს დაკრძალვის რიტუალს.

კელტები ფიქრობდნენ სიკვდილი არის ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა. ევროპაში დამკვიდრების პირველ პერიოდში კელტები წვავდნენ მიცვალებულებს,შემდეგ კი მარხავდნენ,საფლავში ატანდნენ იარაღს...
კელტების სასულიერო წოდების წევრები იყვნენ აგრეთვე ვატი და ბარდი. პირველი უფრო სპეციალიზებული იყო წინასწარმეტყველებაში და მედიცინაში,დისციპლინებში რომლებიც იღებდნენ ქალებსაც. დრუიდები კი იყვნენ მხოლოდ მამაკაცები რომლებიც რეგიონების შესაბამისად 12 თუ 20 წელს სწავლობდნენ. 
ბარდი კი ქმნიდა მაღალი პერსონაჟების მადიდებელ თუ მასხრად ამგდებ პოეტურ ნაწარმოებებს. თავის ტექსტებში ბარდები ყვებიან ხალხის და მისი ხელმძღვანელების ისტორიას,კელტური კულტურის დამფუძნებელ მითებს.

                           ჯადოსანი მერლინი და ტუტატისი:
ჩვენ ცოტა რემ ვიცით კელტების რელიგიაზე იმიტომ რომ კულტები იცოდნენ მხოლოდ დრუიდებმა რომელთაც ეკრძალებოდათ წერა. გალების პანთეონის ნაწილი ცნობილია იულიუს კეისარის ნაშრომი "გალიის ომის" წყალობით. თუმცა ის კელტთა ღმერთებს უწოდებს მათი რომაული ექვივალენტების სახელებს. საფიქრებელია რომ მრავალი ტომისგან შემდგარი ეს ხალხი თავის ღმერთებს ევროპის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელით იხსენიებდა. ...
კელტები არიან ანიმისტები და მათ შეუძლიათ ღმერთის დანახვა ყველაფერში//ღმერთი-ხე,ღმერთი-მდინარე, ღმერთი-მთა...//. მაგრამ კელტები არ აღმართავენ ტაძრებს, არ დგავენ კერპებს,არ სცემენ თაყვანს არანაირ რელიგიურ ხატს და და მათ ღმერთებს პატივს მიაგებენ ისეთ ბუნებრივ ადგილებში როგორებიცაა ჭაობები,ტყეები,მდინარეები. 
მაგრამ არსებობს მთელი ცივილიზაციის დამფუძნებელი მითი. ესაა "ჯადოსანი ტუირედის ბრძოლა" რომელიც აღწერს ირლანდიის ღმერთების ბრძოლას მჩაგვრელი და მნგრეველი სულები ფომუარების წინააღმდეგ.
კელტური რელიგია ჩვენ ცუდად ვიცით მაგრამ ბარდების თხზულებებმა მოაღწია ჩვენამდე. ისინი დიდად გარდაქმნა ქრისტიანობამ რომელიც ცდილობდა ლოკალური გმირების თავგადასავლების დაკავშირებას ბიბლიის მოთხრობებთან. 
ასე ვიცნობთ ჩვენ ა.წ.მე-12 საუკუნეში კრეტიან დე ტრუას მიერ დაწერილ მეფე არტურის ლეგენდებს რომლებიც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება კელტურ თქმულებებს. 
ფერია მორგანა რომელიც თავიდან ცდილობდა ბრეტანის დაცვას კათოლიციზმის მზარდი გავლენისგან გადაიქცა კეთილ კათოლიკე დედოფალ გენივრთან მენრძოლ ბოროტ ჯადოსნად....
ჯადოსანი მერლინი.ბროსელიანდის მითიური ტყე,ხმალი ესკალიბური რომელიც უძლეველს ხდის მის მფლობელს გამოსულები არიან კელტური ფოლკლორიდან და გაზიარებული არიან ქრისტიანული აზრის მიერ.
ტრისტანის და იზოლდას ისტორიის საწყისიც არის ირლანდიურ კელტურ მითოლოგიაში.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

კელტურად დღეს ისევ ლაპარაკობენ ბრეტანში (საფრანგეთი), ირლანდიაში, შოტლანდიაში და მანის კუნძულზე.           



           


   

2011-11-01

გამქრალი ცივილიზაციები-1, წინაისტორიული ცივილიზაციები

წინაისტორია არის ადამიანის გაჩენასა და დამწერლობის შექმნას შორის მოქცეული ხანა. ეს ძალიან ხანგრძლივი ისტორია დაიწყო სამი მილიონი წლის წინ და დამთავრდაძვ.წ მე-5 ათასწლეულში. იმ ხანაში ჩაეყარა საფუძველი ყველა ადამიანურ ცივილიზაციას.

წინაისტორიული მხატვრობიდან
ტომთა დაჯგუფება, მცველი და მფარველი შენობები,იარაღების კეთება,
მიწათმოქმედება და მეცხოველეობა, ყველაფერი ეს გაჩნდა წინაისტორიული ცივილიზაციების მოთხოვნილებებიდან. განსაკუთრებით 4,4  მილიონ და 1 მილიონ წლებს შორის აფრიკაში მცხოვრები ავსტრალოპითეკების, 250 000 წლის წარმოშობით ევროპელი და აზიელი ნეანდერტალელების და ბოლოს ძვ.წ. 40 000 წელს ევროპაში გაჩენილი კრომანიონელების მოთხოვნილებებიდან.
 
ადამიანთა ამ სამი სახეობიდან გადარჩა ერთადერთი და დღეს ის ცხოვრობს ყველა კონტინენტზე. არქეოლოგია ადასტურებს ადამიანთა ამ სამივე ჯგუფის გავლენას ჰომო საპიენსის მიერ შექმნილი ყველა ცივილიზაციის განვითარებაზე.

ტომი ეწყობა:
თავიდან ბუნებრივი საფრთხეების //ჰავა,ცხოველები// პირისპირ მცირე მომთაბარე ჯგუფედაც მცხოვრებმა ადამიანმა მალე ისწავლა კლანებად,ტომებად,ოჯახებად დაჯგუფება. ჯგუფი კარგად იცავდა ადამიანს ყოველდღიური საფრთხეებისგან. ადამიანმა მაშინ ისწავლა გამოქვაბულების გამოყენება,შემდეგ ტოტებით ქოხების აგება,შემდეგ პირუტყვის ტყავით გარშემორტყმული ქოხების აგება. ეს ქოხები იოლად იშლებოდა და ეწყობოდა და ადვილი იყო მათი ტარება ჯგუფების გადაადგილებისას,მათ მიერ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისას.

ნეოლითურ ანუ გაპრიალებული ქვის ხანაში //ძვ.წ.12000-9000 წწ.// მიწათმოქმედების განვითარებასთან დაკავშირებით ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლასთან ერთად გაჩნდა პირველი ქვისგან ნაგები სოფლები.

ქალაქების ამ ემბრიონების უძველეს ნაშთებს ვნახულობთ ახლო აღმოსავლეთში, მაგალითად უზრაელში თუ იორდანიაში სადაც არქეოლოგებმა ნახეს 12000 წლის ნახევრად დამარხული წრიული საცხოვრებლები. ანატოლიაში არის ალიზით ნაგები ერთმანეთს მიყუდებული სახლები რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან შიდა ეზოებით. შუაში იყო ბუხრიანი მთავარი ოთახი. არქეოლოგების აზრით ისინი 10 000 წლის წინ უნდა იყოს აგებული.

დასახლებას შეეძლო მრავალი ასეული პირის დაბინავება და ის იშლებოდა 15 ჰექტარზე. მალე საცხოვრებელი დაიყო სპეციალიზებულ სივრცეებად // სასადილო ოთახი, საძინებელი, საკვების საწყობი, საკუჭნაო...//.

ამის პარალელურად ტომების წევრებმა დაიწყეს ორგანიზება ბინადარი ცხოვრების შესაბამის საზოგადოებად: გაჩნდნენ მშენებელი კალატოზები, ხისმჭრელები, ქვისმთლელები. ქალები მისდევდნენ შეგროვებას და მიწათმოქმედებას,მამაკაცები ნადირობდნენ და ომობდნენ ვინაიდან ადამიანის ორგანიზებული ცივილიზაციის გაჩენასთან ერთად გაჩნდა საკუთრების ცნებაც და ესე იგი ქონებაც რომელიც საჭიროებდა დაცვას. ანუ გაჩნდა ომიც.

მოსახლეობა იზრდება, იწყება ტერიტორიული კონფლიქტები და სოფლებს აგებენ სიმაღლეებზე ან ამაგრებენ გალავნებით. ნეოლითური ხანით თარიღდება მრავალი შეგნებულად გაჩენილი ხანძრის ნაკვალევი დარტყმებისა და ჭრილობების კვალის მქონე ჩონჩხთა ფრაგმენტები.

ჭამის დრო:
მკვლევარების თანახმად ადამიანი ნადირობითა და შეგროვებით ცხოვრობდა 20 000 წლამდე.  ასეთი კვება გულისხმობს ბუნების მიერ სპონტანურად მოცემულის გამოყენებას. ტერიტორიის რესურსების ამოწურვა და ჰავის ცვლილება კარნახობდა ცხოვრების მომთაბარულ წესს. მომთაბარეობა კი აძნელებდა ჭარბი საკვების დაგროვებას. ნანადირევს და შეგროვებულს დაუყოვნებლად ინაწილებდნენ და ჭამდნენ.მეცხოველეობა და მიწათმოქმედება დაიწყეს ნეოლითის ხანაში. წინაისტორიულ ნასახლარებზე ნახეს ჩვენს წინაპართა საკვების მრავალი კვალი: ხილი, მარწყვი, სოკო, ფესვები... ნახეს აგრეთვე ზღვის მოლუსკების,ზღვის და მტკნარი წყლის თევზის კვალი.

მეცხოველეობის დაწყებამდე ადამიანების გადარჩენისთვის აუცილებელი იყო ნადირობაც. ძველი ადამიანი უტევდა ცხოველთა დღეს გამქრალ იმპოზანტურ სახეობებს,მაგალიტად მამონტებს,გამოქვაბულების ლომებს,წინაისტორიულ დათვებს. ეს ცხოველები შეადგენდნენ ძველი ადამიანის საკვების მნიშვნელოვან ნაწილს და წინაისტორიული დასახლებები სავსეა მათი ძვლებით. ნადირობა აგრეთვე იძლეოდა კარვების მშენებლობისას, სამოსისთვის და იარაღების კეთებისას გამოყენებულ ტყავს და ძვლებს.

ადამიანმა ძალიან მალე ისწავლა ზოგი ცხოველის,მაგალითად თხის და ცხვრის, მოშინაურება, ჯოგებისთვის საძოვრების ძიება ხელს უწყობდა და ახანგრძლივებდა მომთაბარე ცხოვრებას.

მაგრამ ცხოვრების მთელი წესი შეიცვალა მაშინ როდესაც ადამიანმა ისწავლა მარცვლეულის მოყვანა.  დამუშავებული და დათესილი მიწის მოვლის აუცილებლობამ აუცილებელი გახადა ბინადარი ცხოვრება. შესაძლებელი გახდა სურსათ-სანოვაგის დაგროვება.

პირველად მოიყვანეს მარცვლეული//პური,ქერი.ცერცვი,ბრინჯიმსიმინდი...// მიწათმოქმედების და მოსავლის აღების გასაადვილებლად ადამიანმა დაიწყო ხის,ქვის ან ძვლის იარაღების კეთება. ნეოლითურ ხანაში განვითარდა ხელოსნობა,მაგალითად მეთუნეობა, კალათების და გოდრების წვნა,რაც აუცილებელი იყო სურსათ-სანოვაგის შესანახად.

ცეცხლი, იარაღი და ხელოვნება:
ცეცხლის გამოყენება უნდა დაწყებულიყო 400 000 წლისთვის.  დანთებული ცეცხლის პირველი კვალი აღმოჩნდა ჩინეთში ჟუკუდიანში. უცნობია თუ რა იყო ამ პირველი კერების ზუსტი ფუნქციები,მაგრამ იოლი წარმოსადგენია რომ კერაში მობრიალე ცეცხლი იცავდა სიცივისგან,ცხოველებისგან,ანათებდა სიბნელეს, მასზე ამზადებდნენ საჭმელს.

ცეცხლმა ბევრად გააუმჯობესა წინაისტორიული ადამიანის ცხოვრების პირობები, ადამიანისა რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა არ აჭარბებდა 25 წელს.

რამოდენიმე ათას წელიწადში გაჩნდა ბევრად უფრო აწყობილი საზოგადოება. აკეთებდნენ ბევრად უფრო სრულყოფილ,თუმცა რუდიმენტარულ იარაღებს: შუბს, დანას, შვილდისარს... მოგვიანებით დაიწყეს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო იარაღების, მიწათმოქმედებისთვის საჭირო მიწის გასანთავისუფლებად ტყეების გასაჩეხად აუცილებელი ქვის ცულების,ნამგლების,ცელების...კეთება.

იარაღთა კეთებას ხელი შეუწყო ომებმა რომლებიც გახშირდა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად. ტერიტორიის და ქონების დაცვის აუცილებლობამ ბიძგი მისცა შუბების,კეტების,შურდულების კეთებას.

ჩვენთვის ცნობილი პირველი ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში მოხდა ეგვიპტეში  და დათარიღდა დაახლოებით 13 000 წლით. ნაპოვნია ბრძოლაში დაღუპულთა 58 ჩონჩხი.

ახალშობილ ცივილიზაციას არ გაუჩენია მხოლოდ ომი. თავისი ადგილი ნახა ხელოვნებამაც. გარკვეული დროიდან ადამიანის ერთადერთი საზრუნავი აღარ ყოფილა გადარჩენა.

300 000 წლის წინ ნახატ თუ ნაკაწრ ქვებზე გამოჩნდა პირველი გეომეტრიული ორნამენტები. ადამიანის მხატვრული გამოხატვის ერთ-ერთი უძველესი ფორმა 75000 წლისაა. ის იპოვეს სამხრეთ აფრიკაში,ნასახლარ ბლომბოსზე. ნიჟარებთან დაკავშირებული იყო შეღებილი და გეომეტრიული მოტივებით შემკული ქვები.

ნეოლითის ხანაში ხელოვნება გამრაველფეროვნდა.გაჩნდა მოხატული გამოქვაბულები //შოვე,31000 წელი,ლასკო,18000 წელი//. იყენებდნენ სხვადასხვა ტექნიკას, ძალიან რეალისტურად გამოსახავენ ცხოველებს კაწრვით//გრავირებით//ფერწერით,არის ხელების ნაკვალევიც.  წინაისტორიულ ნასახლარებზე აღმოაჩინეს ქვის,სპილოს ძვლის თუ სხვა ძვლის ქანდაკებები...

თავიანთი ქმნილებებისთვის წინაისტორიის მხატვრები იყენებდნენ ბუნებრივ საღებავებს, მაგალითად ოქრას, ნახშირს ან მარგანეცის ჟანგს. ხმარობდნენ ფუნჯებს...

მკვლევართა უდიდესი ნაწილის აზრით გამოქვაბულთა ეს წინაისტორიული მხატვრობა უნდა ყოფილიყო გარკვეული კულტის სამსახურში და არის წინაისტორიულ ხანაში რელიგიის არსებობის მოწმობა.

მეგალითები, მიცვალებულთა კულტი?

არ არსებობს ცივილიზაცია მიცვალებულთა კულტის გარეშე. არქეოლოგები თითქოს ადასტურებენ ამ კულტის არსებობას ნეოლითის ხანაში და უფრო ადრეც კი. 

100 000 წლით დათარიღებული პირველი საფლავები აღმოაჩინეს ახლო აღმოსავლეთში. გარკვეული წესით დაკრძალული ჩონჩხები რომელთაც თან ახლდა მცენარეულობა თუ ნიჟარები. ისინი დაკრძალულებია საგანგებოდ გათხრილ ორმოებში.  მაშ მათ აქვთ დასაკრძალი რიტუალის ყველა ნიშანი.

საფრანგეთში  მონუმენტური არქიტექტურის კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ფორმაა დოლმენი. ვერტიკალურად აღმართულ ქვებზე დაწყობილი ერთი თუ მრავალი ფილისგან შემდგარ დოლმენებში იყო კოლექტიური საფლავები.ზოგ მათგანს იყენებდნენ მრავალი საუკუნის მანძილზე და მათში არის ნეოლითური ხანის //5000 წ.// ადამიანთა ნაშთებიც.

ამავე პერიოდში ადამიანი ალბათ საკრალურთან დაკავშირებული მოსაზრებებით აგებდა მენჰირებსაც. მსოფლიოში ყველგან არსებული მონოლითები შემკული სახეების,ორნამენტის,იარაღის გამომსახველი ნაკაწრი ბარელიეფებით.

ჩვენ  ცოტა რამ ვიცით მენჰირების გამოყენების შესახებ,მაგრამ ისინი ადასტურებენ რომ ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ესთეტიკური და სულიერი მოთხოვნილებები.

წინაისტორია მთავრდება დამწერლობის გაჩენასთან ერთად, მაგრამ დამწერლობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს ჩნდება. 

შუამდინარეთში დამწერლობა გაჩნდა ძვ. წ.3300 წელს, ეგვიპტეში-ძც.წ.3200 წლისთვის, ჩინეთში ძვ.წ.პირველ ათასწლეულში, ცენტრალურ ამერიკაში ძვ.წ.2000 წლისთვის, გალიაში//საფრანგეთში// ძვ.წ.50 წლისთვის და ახალ გვინეაში ა.წ. 1900 წლისთვის.                        

2011-10-31

ისევ და ისევ ბიბლიაზე - გამქრალი კიდობნის ძიებაში:

არღვნის სხვადასხვა ტრადიცია მიუთითებს იმაზე რომ კიდობანი ერთ მთაზე გაჩერდა,მაგრამ სხვადასხვა ტრადიცია სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს ამ მთას და მის ადგილმდებარეობასაც სხვადასხვა წყარო სხვადასხვანაირად მიუთითებს. გამოთქმულია სხვადასხვა ჰიპოთეზა. მთის ადგილსამყოფელად ზოგი სომხეთისა და თურქეთის მთებს ასახელებს,ზოგი კი არარატის მთას საუდის არაბეთის კლდოვან მასივებში ხედავს. მრავალჯერ სცადეს გემის ნაშთების მოძიება, მაგრამ ამაოდ.

ნახატის წყარო:http://miambe.ge/
ქსავიე ფერი, «არარატის მთები» :
„150 დღის შემდეგ წყალმა იკლო და მე-7 თვის მე-17 დღეს კიდობანი შეჩერდა არარატის მთებზე»,ამას გადმოგვცემს ბიბლია შესაქმეში,VIII,4. ნოეს კიდობანი ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან კვებავს ებრაულ და ქრისტიანულ იკონოგრაფიას. აღწერილი როგორც კოლოსალური გემი,რომლის ზომებიც იზრდებოდა წარღვნაზე მითის შესწავლის კვალობაზე. ის პირველ რიგში წარმოდგენილია როგორც წყალზე მცურავი კიდობანი,სახლი;ასეთია მისი სახე ფრიგიული აპამეის მონეტებზე,რომის კატაკომბების ფრესკებზე მეორე საუკუნეში თუ უძველეს ქრისტიანულ სარკოფაგებზე. მხოლოდ IV საუკუნეში დაიწყეს მისი გამოსახვა ნამდვილი გემის სახით.V საუკუნის ასეთი საკმაოდ დაზიანებული გამოსახულება ჩანს ჟერაშის სინაგოგაში (იორდანია), შემდეგ შუა საუკუნეების დასავლეთში, სან-სავანის მოხატულ კამარაზე (XI--XII სს.), ბონის (საფრანგეთი, კოლეგიალის თუ ოტანის კათედრალის კაპიტელებზე (XII ს.). 

სხვადასხვა თემის მეშვეობით კიდობნის მშენებლობამ, ცხოველთა აყვანამ და წყლის კლებამ ადგილი მოიპოვა დიდ მხატვართა რეპერტუარში ( რაფაელი ვატიკანის ლოჟებში, მიქელანჯელო სიქსტეს კაპელაში, ტიციანი, კარაში, პუსენი «ოთხ სეზონში» ,გუსტავ დორე ბიბლიის მისეულ ილუსტრაციებში...). ამ სახეთა წყალობით კოლექტიურ წარმოსახვაში ღრმად ფესვგადგმული ნოეს კიდობანი ხშირად იჩენს თავს ხელოვნების ნაწარმოებებში და უბიძგებს დაინტერესებულ პირთ მოაწყონ ექსპედიციები არქეოლოგიურ მოწმობათა მოსაპოვებლად.

ძველ აღთქმაში არარატი სახელია ქვეყნისა,რომელიც ალბათ შეესაბამება სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც არსებულ სახელმწიფოს. იგი უპირისპირდებოდა ასურეთს და სამეფო ანალები მას მოიხსენებდნენ ნაირის, ურუატრის და ურარტუს სახელებით. საკმარისია წავიკითხოთ II მეფეთა,37 და ისაია,XXXVII,38: ასურეთის მეფე სინაჰერიბმა უკან დაიხია. იგი დაბრუნდა ნინევიაში,სადაც დარჩა კიდეც. თავისი ღმერთი ნისროკის სახლში ლოცვისას იგი ხმლით მოკლეს მისმა შვილებმა ადრამელექმა და სარესერმა და გაიქცნენ არარატის ქვეყანაში. იგივეა იერემიაში, LI,27 : მის ( ბაბილონის) წინააღმდეგ მოუხმეთ სამეფოებს არარატს,მინის,აშკენაზს...»

ბიბლია არ ახსენებს რომელიმე განსაკუთრებულ მთას. მხოლოდ ა.წ. მე-5 საუკუნეში დაწყეს ამ როლის მინიჭება 5156 მეტრის სიმაღლის შთამბეჭდავი ვულკანური მასივისათვის რომელიც თანამედროვე კავკასიის სამხრეთ-დასავლეთით, დღევანდელ თურქეთში მდებარეობს. ტრადიცია განამტკიცა სომხურმა ლიტერატურამ XI თუ XII საუკუნეში. მთას უწოდებენ მასისს («სიმაღლე»). თურქები მას იცნობენ სახელით «აღრი დაღ» ( «ციცაბო მწვერვალი»), ან არღი დაღ («კიდობნის მთა»). ირანელები მას იცნობენ სახელით კუბ ნუ ( «ნოეს მთა»). სახელი « არარატის მთა» დამკვიდრდა ქრისტიანულ ხანაში.ის განამტკიცა ნოეს კიდობნის ნაშთთა ძიებამ ამ სიმაღლეზე. ათანასიუს კირხერის (1601-1680) ნაშრომიდან ამოღებული რუკა ასახავს არარატის მთით დაგვირგვინებულ შუამდინარეთს. მოგვიანებით გერმანელი გეოგრაფოსი კარლ რიტერი ( 1779-1859) აზუსტებდა რომ რომ არარატის მთა წარმოადგენდა ორიენტირს კასპიის ზღვის მოგზაურებისათვის.

თუ კი წარღვნის სხვადასხვა ტრადიციის თანახმად ნოეს კიდობანი ერთ მთაზე გაჩერდა, სხვადასხვა წყარო მას სხვადასხვა სახელით ცნობილ სხვადასხვა მთაზე მიუთითებს. ებრაული,ქრისტიანული და მაჰმადიანური ლიტერატურა მრავალ ადგილზე მიუთითებს. ბევრგანაა ნაპოვნი ძველი ხის ნაშთი.

გილგამეშის ეპოპეა ყვებოდა რომ ასურნაზირპალის ანალებში მოხსენიებული და ქვემო ზაბის (პირ ომარ გუდრუმ ქურთისტანში) მახლობლად ლოკალიზებული მთა ნისირი წარმოადგენდა კიდობანის გაჩერების ადგილს; მელოუენი მას აიგივებდა ბასრას სამხრეთ-დასავლეთით, ქვემო შუამდინარეთში მდებარე ჯებელ სანამთან.

ქალდეური და მაჰმადიანური ტრადიცია კიდობანის გაჩერების ადგილად მუთითებს მთა ჯუჯის. ეს მთა ორნაირად იყო ლოკალიზებული: მუჰამედი მას ათავსებდა არაბეთში, ჰეჯაზის ქედზე, მეორე თვალსაზრისით იგი მდებარეობდა ტიგროსის სათავეებთან არსებულ დაბალ ბორცვებზე,შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ამის გამოძახილია ყურანის სურატი 11,46 : « და მან თქვა : ო,მიწავ, შეიწოვე შენი წყლები, ო ცაო,გაჩერდი»; და წყალმა იკლო; ყველაფერი გაჩერდა. გემი გაჩერდა მთაზე ალ-ჯუდი და მან თქვა : «ბოროტნო შორს აქედან !». ამ მთას თურქულად უწოდებენ კუდი დაღს ნესტორიან ქრისტიანთა მიერ აგებული მონასტრების გამო. ამ მონასტრებიდან ერთ-ერთს უწოდებდნენ კიდობნის მონასტრებს. შემდეგ მაჰმადიანებმაც ააგეს იქ მიზგითი. ტრადიციის თანახმად ამ მთაზე იყო იმდენი ხე რომ შესაძლებელი იყო მათგან მეორე კიდობნის აგება.

მითითებული იყო სხვა ადგილებიც: კუბ-ი-ალვანდი და მთა დემავენდი ირანის ჩრდილოეთ ნაწილში,და ბოლოს ერთი ანონიმური ადგილი თურქეთის დასავლეთ ნაწილში,აპამეას დასახლების მახლობლად, მდინარე მარსიასზე. ცხადია რომ ყოველმა ტრადიციამ მოახდინა წინაპართა მითის ელემენტების ადაპტაცია საკუთარ გარემოსთან. სწორედ ამაზე მოწმობს უეჭველად სემიტური წარმოშობის ინდური ვერსია,რომელიც შატაპათა ბრაჰმანაში ( I,VIII,I) თუ მაჰაბჰარატაში არის დამოწმებული : «მანუ წარღვნის თაობაზე გააფრთხილა გიგანტურმა თევზმა,რომელმაც ნავი მიიყვანა და გააჩერა მთა ჰიმავატ-ის (ჰიმალაიას) ძირას!...».

ბიბლიის შემდგომი ტრადიციები კიდობნის გაჩერების ადგილად საზოგადოდ სომხეთს ასახელებენ. მის სამხრეთ საზღვარს, ადგილს სადაც პირველი მთები გამოირჩევა შუამდინარეთის დაბლობზე უწოდებდნენ ქარდუ-ს. ბიბლიის არამეული და სირიული ვერსიები შესაქმის VIII ტაეპის თარგმისას ხმარობდნენ გამოთქმას« ქარდუს მთები». ბერძენი და რომაელი ავტორები ამ ზონას უწოდებენ კარდუხთა არეს,რომელსაც აგრეთვე გორდიაეა ეწოდებოდა. ასე ბაბილონის მარდუკის ქურუმი ძვ.წ.III საუკუნეში ამბობს რომ ნოეს კიდობანი კორდ-თა მთებში გაჩერდა... ( ფრანგული ჟურნალი « Les Dossiers d'Archéologie»,ნ°204,1995 წლის ივნისი, გვ. 67-71).

«კარდუხთა ეთნიკური სახელი ( სომხურად კორდუხ) იდენტური უნდა იყოს
ქართველთა ეთნიკური სახელისა»,წერდა სტრასბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ენათა და ლიტერატურათა პროფესორი კარსტი 1934 წელს პარიზში გამოცემულ ნაშრომში « ქართული ქრისტიანული ლიტერატურა» ( გვ.9).

ანუ შეიძლება ითქვას რომ მნიშვნელოვანი ტრადიციის თანახმად ნოეს კიდობანი გაჩერდა და განახლებული კაცობრიობის ცხოვრება სწორედ კარდუხ-ქართველთა ქვეყნიდან,საქართველოდან დაიწყო.

დავუგდოთ ყური ძველი სახელების მუსიკას მასისი ( არარატის ძველსომხური სახელი)-ფაზისი-დმანისი-მანგლისი- იქნებ ამ მუსიკამ გაამხნევოს თანამედროვე ქართველობა და აგრძნობინოს მას რომ მას ღვთისგან ბოძებული აქვს გაჭირვებული კაცობრიობისთვის შვების მოტანის ძალა.


masisi-araratiJurnali warRvnaze

2011-10-30

ევროპის ძირებთან, პითაგორა და პითაგორელები-3, პითაგორას სკოლა და თემი:

აალებული ვარსკვლავი, სიყვარულის და ჰარმონიის პითაგორული სიმბოლო პითაგორული პენტაგრამა, ამ ნიშნით სცნობდნენ პითაგორელები ერთმანეთს.

პითაგორული სკოლა იყო საიდუმლო საზოგადოების პირველი მოდელი. ის დახურული იყო თავის თავისებურებებზე, მაგრამ ამავე დროს ის თავისი პოლიტიკური როლით და ფილოსოფიისთვის მინიჭებული მნიშვნელობით ის იყო უნივერსალურისკენ, საყოველთაოსკენ გახსნილი საზოგადოების პირველი მაგალითი.სწორედ პითაგორასგან მივიღეთ ცნება ფი ლოსოფოსი რომელიც ნიშნავს საკუთრივ ადამიანური სიბრძნის მაძიებელ ადამიანს.

პითაგორასგან მივიღეთ აგრეთვე დემონსტრატიული,ყოველგვარი რელიგიური და მისტიკური რწმენისაგან თავისუფალი ცოდნის იდეალი. სწორედ ასეთ ცოდნას უწოდებს დასავლეთი მეცნიერებას და აქედან იღებს თავისი თეორიული და პრაქტიკული ეთიკის ლეგიტიმურობას. 

პითაგორიზმი, მაშ, არის ეზოტერიზმის და ეგზოტერიზმის, საეროსა და რელიგიურის შესაყარზე...  მიუხედავად მისი საიდუმლო ხასიათისა პითაგორიზმი ბოლოს და ბოლოს გაიხსნა და მან გაანაყოფირა ის რასაც ბერძნების შემდეგ ვუწოდებთ ფილოსოფიას  :დემონსტრატიული და უანგარო,ყველფრისაგან განმდგარი და ყველაფრისადმი,პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ცოდნა.

პითაგორელთა ძმობა საიდუმლო საზოგადოება იყო,მაგრამ ის გახსნილი იყო ქალებისთვის და უცხოელებისთვის. 
თავისი ინიციაციური ფორმით პითაგორიზმი იმდენად ჰგავს ორფიზმს რომ ზოგმა მკვლევარმა ერთმანეთთან გააიგივა ეს ორი საძმო, ორივეში ხდებოდა ინიციაცია საიდუმლო რიტუალებში, ორივე საძმოს წევრებს ეკრძალებოდათ მოსმენილ დოქტრინათა გამხელა,ხორცის ჭამა. პითაგორევებლებსაც და ორფიკოსებსაც სჯეროდათ სულის უკვდავებისა და იმისა რომ ადამიანის სულის რეინკარნაცია შეიძლება მოხდეს ცხოველშიც.

მაგრამ განსხვავებებიც მნიშვნელოვანი იყო. პითაგორელების მფარველი ღმერთი იყო აპოლონი ვისი ინკარნაციაც იყო პითაგორა. ორფიკოსების მფარველი ღმერთი კი დიონისე იყო.

ორფიკულ მისტიციზმს არ ჰქონია პოლიტიკური გაგრძელება და მას გავლენა არ მოუხდენია მათემატიკაზე,ფიზიკაზე თუ ასტრონომიაზე. პითაგორიზმი ამ თვალსაზრისით ახალი მოვლენა იყო.

პითაგორას სხვადასხვა მოწმობით უნდა ჰყოლოდა 300-2000 მოწაფე.

ეს რელიგიური ორდენი, პოლიტიკური დაჯგუფება,მეცნიერული საზოგადოება იმართებოდა იერარქიული წესებით და აწყობილი იყო კოსმოსის ხატის შესაბამისად. თემის წევრები თავის თავს და ერთმანეთს უწოდებდნენ ჰომაკოოის ანუ ერთად მსმენელებს//აკოოი-მსმენელი//. ეს ხაზს უსვამდა იმას რომ პითაგორელები უპირატესობას ანიჭებდნენ ზეპირ ქადაგებას და სოკრატეს თანამედროვე ფილოლაოსის ხანამდე არ არსებობდა პითაგორელთა ნაწერები. მას შემდეგაც წერდნენ უბრალო შენიშვნებს და არა ნაშრომებს.

პითაგორეველთა თემის წევრად გასახდომად საჭირო იყო მკაცრი წესების დაცვა.

აპულეუსის მოწმობით პითაგორეს უთქვამს რომ ჰერმესს ვერ გამოაქანდაკებ ნებისმიერ ხეში. ყურადღებით იკვლევდნენ თემის წევრობის მსურველის ოჯახს,განათლებას და ხასიათს. მას უწესებდნენ სამწლიან გამოსაცდელ ვადას. ფიზიონომიური ტექნიკა იძლეოდა ახალგაზრდა კაცის სახეზე მისი სულიერი მისწრაფებების ამოკითხვის საშუალებას.

თუ კი კანდიდატი ჩაითვლებოდა პითაგორელთა საძმოში შესვლის ღირსად ის მიიღებოდა როგორც ეგზოტერული,გარეშე მოწაფე. ხუთწლიანი დუმილის პერიოდის მანძილზე მას ჰქონდა მხოლოდ ხმის ამოუღებლად მოსმენის უფლება. მას არ ჰქონდა ფარდის უკნიდან მოლაპარაკე მოძღვრის ნახვის უფლება. მხოლოდ გამოსაცდელი ხუთი წლის გასვლის შემდეგ შეეძლო ეგზოტერულ მოზაფეს ეზოტერულ მოწაფედ გახდომა და ფარდის უკან გასვლა.

პითაგორელთა თემი შედგებოდა ორი დიდი ჯგუფისაგან. მსმენელებად და მათემატიკოსებად. ეს უკანასკნელები პითაგორას ხელმძღვანელობდნენ ჭეშმარიტი ცოდნის შესაძენად.

მთლიანად თემი იყო კოსმოსის სახით აგებული ორგანიზმი რომელშიც ყოველი ჯგუფი ასრულებდა მის საკუთარ ამოცანას და იკავებდა ზუსტად განსაზღვრულ ადგილს. ფოტიუსის ანონიმი ერთმანეთისგან განასხვავებდა რელიგიური ფუნქციების მქონე "სებასტიკებს", სპეკულაციით დაკავებულ "თეორეტიკოსებს",ბუნების მკვლევარ "ფიზიკოსებს" და სოციალური საკითხებით დაკავებულ "პოლიტიკოსებს".

პითაგორას ახლობლებს უწოდებდნენ პითაგორიკებს //"Pithagoriques// და მათ მოწაფეებს პითაგორელებს //Pythagoréens//.

თემი აწყობილი იყო პითაგორას საკრალური პიროვნების ირგვლივ. არავინ წარმოთქვამდა მის სახელს. მას უწოდებდნენ მოძღვარს.

თემის წევრთა ცხოვრება ექვემდებარებოდა მკაცრ განაწესს:
აპოლონის ვარსკვლავთან ერთად ამდგარი პითაგორეველი იხსენებდა წინა დღეს თავის ქმედებებს ზუსტი მიმდევრობდი და და ფიქრობდა დამდგარი დღის დროის გამოყენებაზე. შემდეგ ის ბუნებაში სეირნობდა და მიდიოდა ტაძარში გაკვეთილის მოსასმენად. ამას მოყვებოდა ფიზიკური ვარჯიშები და პირველი საუზმე. ჭამდნენ პურსა და თაფლს. შემდეგ იყო საერთო საქმეების და პოლიტიკური საკითხების დრო. საღამოს ბოლო გასეირნება კომპანიონებს ეხმარებოდა დღის მოძღვრების ერთმანეთისთვის შეხსენებისთვის. აბაზანის მიღების შემდეგ ათ-ათი კაცი მიუჯდებოდა მაგიდებს საერთო სადილისთვის. ყველაზე ახალგაზრდა მოწაფე ხმამაღლა კითხულობდა ჰომეროსის ან ჰესიოდეს რომელიმე ტექსტს და შემდეგ დღეს ამთავრებდა კოლექტიური ლოცვა. შემდეგ თემის წევრები შედიოდნენ თავ-თავის სენაკში სადაც უნდა გამოეკვლიათ თავისი სვინდისი და გასული დღის თავისი მოქმედებები და სიტყვები.

საძმოს წევრთა განწმენდასთან დაკავშირებული იყო მრავალი ცერემონიული წესი. აკრძალული იყო ტაძარში ახალი ტანისამოსით შესვლა. ტაძარში უნდა შესულიყვნენ მარჯვენა მხრიდან და იქიდან უნდა გასულიყვნენ მარცხენა მხრიდან. ქალებს არ შეეძლოთ ბავშვის გაჩენა ნაკურთხი გალავნის შიგნით. აკრძალული იყო დაწვა მიცვალებულებისა რომლებიც უნდა დაეკრძალათ თეთრ სუდარაში. ეს მკაცრი რეჟიმი იპყრობდა კომედიების ავტორთა ყურადღებას და ისინიც სიამოვნებით იგდებდნენ მასხრად ტანისამოსით და რეჟიმით იოლად საცნობ პითაგორელებს. მათ ბრალად სდებდნენ იმას რომ ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ თავის გარეგნობას,რომ ატარებდნენ გრძელ თმებს და იქცეოდნენ ექსტრავაგანტურად, რასაც შემდეგ ბრალად სდებდნენ კინიკოსებს //ნიკოსებს//.

პითაგორელები ძირითადად ჭამდნენ ხილს,ბოსტნეულს,წყალში და რძეში დასველებულ კვერს . პითაგორელებს შეეძლოთ თევზის ჭამა. პითაგორა არ კრძალავდა ცხოველთა ხორცს გარდა გულისა,ღვიძლისა,ტვინისა და გამრავლების ორგანოებისა....

პითაგორა მსხვერპლს წირავდა დელოსში,ერთადერთ,,აპოლონის საკურთხეველზე იმიტომ რომ მსხვეროლად წირავდა პურეულს ცეცხლის დანთებისა და ცოცხალი მსხვერპლის შეწირვის გარეშე.

პორფირის თქმით პითაგორა ერიდებოდა სისხლის დაღვრას თავი შორს ეჭირა ყასბებისგან და მონადირეებისგან...

ბერი-ჯარისკაცების ეს მჭიდრო თანამეგობრობა აძლიერებდა მეგობრულ კავშირებს.

პითაგორიზმის თანახმად ყველა ცოცხალი არსება ენათესავება ერთმანეთს და პითაგორამ პირველმა დაადგინა რომ "მეგობართა შორის ყველაფერი საერთოა" და "მეგობარი არის მეორე მე". პითაგორელთა მეგობრობა საარაკო ამბად იქცა. ცნობილია სიტორია რომ ფინტიასმა თავისი სიცოცხლე შესთავაზა გარანტიად იმისა რომ მისი მეგობარი დამონი, ვინც სიკვდილით უნდა დაესაჯა ტირან დენისს, დაბრუნდებოდა.

სახელგანთქმულია იამბლიქის მიერ მოყოლილი მეორე ისტორიაც:

ერთი პითაგორეველი მოგზაურობისას მძიმედ გახდა ავად. მას მალე გაუთავდა სახსრები და მისი თავშესაფრის გამგე ეხმარებოდა როგორც ჩვეულებრივი მოვლით ისე ფულით მისი მდგომარეობის დამძიმების შესაბამისად. სიკვდილის წინ მოგზაურმა ფირფიტაზე დახატა ცნობის ნიშანი

//სიმბოლონ// და თავშესაფრის გამგეს სთხოვა მისი სიკვდილის შემდეგ ამ სიმბოლონის დამაგრება თავშესაფრის გარე კედელზე. მან თქვა რომ მოვიდოდა ვინმე მისი ვალის გადასახდელად.

თავშესაფრის გამგემ სცადა. წლების შემდეგ სიმბოლონის//იგივე სიმბოლო// წასაღებად გაიარა ვიღაც პითაგორეველმა. მან გაიგო მომხდარი ამბის შესახებ და თავშესაფრის გამგეს მისცა ბევრად უფრო მეტი თანხა იმაზე რაც თავშესაფრის გამგეს დაუჯდა მომაკვდავი პითაგორეველის მოვლა.

სიმბოლოებს ამოსაცნობ ნიშნებად იყენებდნენ მხოლოდ მათემატიკოსებად წოდებული პითაგორელები რომლებიც უფრო წინ წასულები იყვნენ სამყაროს შემეცნებაში.

პითაგორელები ერთმანეთს ესალმებოდნენ სიტყვით ჯანმრთელობა //Hugeia//. პითაგორელთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შინაგანი სიმბოლო იყო ვარსკვლავიანი სამმაგი სამკუთხედი,"პენტაგრამმა",რომლითაც პითაგორელები სცნობდნენ ერთმანეთს. ...

პითაგორელების ერთ-ერთი სახელგანთქმული მოწოდება იყო "ეკლესიაში შედი უკანმოუხედავად" რაც ნიშნავს რომ ისინი ვინც მიისწრაფვიან ზეცისკენ ანუ მარადიული რეალობისკენ არ უნდა იხრებოდნენ წარმავალი და არასანდო ამქვეყნურობისკენ.

პითაგორა და მისი მიმდევრები ქადაგებდნენ იგავური, მიმდინარეობისთვის გარეშე ხალხისთვის გაუგებარი ენით.

კაცობრიობის დაყოფა უმეცრებად და ინიციირებულებად, განდობილებად,იწვევდა ენის ორი ფორმის გაჩენას. საყოველთაოდ გასაგები ენა გამოიყენებოდა გრძნობებით აღქმად სამყაროზე ლაპარაკისთვის. განსაკუთრებული,მხოლოდ განდობილი პითაგორელებისთვის გასაგები ენა გამოიყენებოდა მხოლოდ გონებით მისაწვდომ მოვლენებზე,მიანიშნებდა უფრო მაღალ სამყაროზე.

პითაგორას თქმით მცოდნე შეიძლება გახდეს ის არ იშურებს ძალისხმევას რათა გახდეს ინიციირებული,განდობილი და ეზიაროს პითაგორეველთათვის ცნობილ საიდუმლოებებს.

პითაგორიზმი ცდილობდა ამ განსაკუთრებული და უნივერსალისტული ენების გაერთიანებას ერთი სკოლის შიგნით და ალბათ სხვაობამ ამ ენათა შორის შეუწყო ხელი განხეთქილებას სკოლაში.

ჰიპარქისადმი მიწერილ სახელგანთქმულ წერილში ლისისი აღშფოთებული იყო იმით რომ პითაგორეველ მოწაფეებად მიიღეს ადამიანები წინასწარი მორალური მომზადების გარეშე.

ელევსისის მისტერიების გამხელის მსგავსად პითაგორული მოძღვრებაც სავალდებულოდ მიიჩნევს საიდუმლოს თუმცა ეს საიდუმლო ყველა ადამიანს ეხება.

პითაგორას ფილოსოფია არ უახლოვდებოდა ღმერთების სიბრძნეს, მაგრამ მას განასხვავებდა სხვა ადამიანებისგან რომლებსაც მან მიუხედავად ყველაფრისა უანდერძა თავისი მეცნიერების საფუძვლები.

2011-10-29

ევროპის ძირებთან, პითაგორა და პითაგორელები - 2:

პითაგორა
თავი პირველი - პითაგორა:
პითაგორას ცხოვრების შესახებ ჩვენს ხელთაა მოგვიანო საბუთები რაც აძნელებს ლეგენდების გარჩევას სინამდვილისგან. პითაგორას, ამ რელიგიურ რეფორმატორს, ჯადოსანს, სფეროთა მუსიკით და საზოგადოების ჰარმონიით დაინტერესებულ ამ მათემატიკოსსა და ფილოსოფოსს ზოგი თანამედროვე მკვლევარი აახლოებს აღმოსავლელი შამანის ფიგურასთან.

შემჩნეულია რომ რაც უფრო ვშორდებით პითაგორას ხანას მით უფრო მრავლდება ავტორთა მიერ მოწოდებული ცნობები პითაგორიზმის შესახებ რაც გვაფიქრებინებს გვიან შეთხზულ ცნობებზე....

პითაგორა უნდა დაბადებულიყო ძვ.წ.580 წლისთვის სამოსში და უნდა გარცვლილიყო 80 წლისა 497 წელს. მამამისი,ძვირფასი ქვების დამმუშავებელი მნესარქოსი და დედამისი პართენისი უნდა ყოფილიყვნენ ზევსის შთამომავალი გმირის,პოლისი სამოსის დამაარსებელი ანკევსის შთამომავლები.
               
მნესარქოსი და პართენისი ჩავიდნენ  დელფოში პითიასთვის რჩევის საკითხავად და გაიგეს  რომ პართენისი ფეხმძიმედ იყო და გააჩენდა ლამაზ და ბრძენ ვაჟიშვილს. მნესარქოსმა მაშინ თავის ცოლს შეუცვალა სახელი და დაარქვა პითაისი//პითიას მიმდევარი// და ბავშვს პით-აგორა// ის ვისი გაჩენაც აუწყა პითიამ//.

პითაგორამ ხორციელი მამისგან მემკვიდრეობით მიიღო სხეული რომლის ხვედრიც იყო დაბადება და სიკვდილი, მაგრამ სულის ჰეგემონიური ნაწილი ნუსი მან მიიღო თვითონ აპოლონისგან,რომელიც კეთილგანწყობილი იყო პითიასადმი.

ჰერაკლიდე პონტოელის მოწმობით პითაგორა ამბობდა რომ ის იყო ღმერთი ჰერმესის შვილი და რომ ჰერმესმა მას მისცა წინა ცხოვრებათა გახსენების ნიჭი.

პითაგორას თქმით ის ოდესღაც იყო ევფორბე ტროელი,გეომეტრიული ფიგურების დამხატავი პირველი ადამიანი რომელიც მენელასმა დაჭრა ტროაში, რომ მისი სული შემდეგ გადასახლდა წინასწარმეტყველი ჰერმოტიმის სხეულში. შემდეგ მეთევზე პიროსად ნამყოფი ის ხელახლა უნდა გაჩენილიყო თავის წინა ცხოვრებათა გამხსენებელი პითაგორას ფორმით.

პითაგორელები ამბობდნენ რომ მისი მეტამფსიქოზები გრძელდებოდა 216 წელს და იმავე ხნის შემდეგ ის ისევ მოვიდა ამქვეყნად...

პითაგორას მოძღვარმაა,სახელგანთქმულმა ჰერმოდამასმა მას ზეპირად ასწავლა ილიადა და ოდისეა.მასზე დიდი გავლენა მოახდინა ფერესიდ სიროსელმა,რომელიც ასწავლიდა გამოქვაბულში და რომელსაც პირველს უნდა ეთქვა რომ ადამიანების სულები უკვდავები არიან...დისეარქის თანახმად პითაგორა მასთან უნდა ყოფილიყო მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში და უნდა დაეკრძალა ის დელოსში.

თალეს მილეთელისგან პითაგორას უნდა ესწავლა დროის ფლობა,მოთმინება-
-ზომიერება და ჭეშმარიტი მეცნიერება. მილეთიდან პითაგორა ჩავიდა სიდონში სადაც შეხვდა წინასწარმეტყველი მოხოსის შთამომავლებს რომელთაც ის აზიარეს მისტერიებს.

მთა კარმელის ტაძარში განდგომისას პითაგორამ მოახდინა თავისი პირველი სასწაული იმით რომ გადალახა უფსკრულები რათა დამჯდარიყო ეგვიპტეში მიმავალ გემზე. ფარაონ ამასისთან შეხვედრის შემდეგ პითაგორამ 22 წელი გაატარა ეგვიპტეში სადაც  ეზიარა დიოსპოლისის //თებეს// მისტერიებს და ოსირისის აღდგომის დოქტრინას. ქურუმებს პითაგორასთვის ბარძაყზე უნდა დაეკრათ ატუმ-რას ფრთოსანი ბადრო რის გამოც  პითაგორას უწოდეს ქრისომერი//ოქროსბარძაყა//.

ეგვიპტეს დაპყრობისას პითაგორა ტყვედ ჩაუვარდა კამბიზს და ის წაიყვანეს ქალდეაში სადაც მან მოგვებისგან 12 წელიწადში შეისწავლა რიცხვების და მუსიკის დოქტრინა. 

ამბობენ რომ ქალდეაში პითაგორა შეხვდა ზოროასტრეს რომელსაც ის უნდა გაეწმინდა მისი უწმინდურობებისგან. ის უნდა მონათლულიყო ევფრატში და მატყუარა სმერდისის შემდეგ მას 10 წელი უნდა ეცხოვრა საპრასეთში. პითაგორა უნდა შეხვედროდა ბუდასაც. პითაგორას მოძღვრებას ბევრი საერთო აქვს ბუდას მოძღვრებასთან.

სპარსეთიდან განთავისუფლებული პითაგორა დაბრუნდა სამოსში სადაც ისევ მეფობდა ტირანი პოლიკრატე. პითაგორა დიდი წარმატების გარეშე ასწავლიდა ამფითეატრში ღია ცის ქვეშ. მას უნდა ეცხოვრა მღვიმეში სადაც იკრიბებოდა ხოლმე მისი 28 მოწაფე.

კრეტაზე პითაგორა უნდა ჩასულიყო იდას წიაღში სადაც არონოსის მეუღლე რეამ დამალა ახალშობილი ზევსი. პითაგორას ეპიმენიდის მეგზურობით უნდა შეეღწია საიქიოში, ჰადესის სამკვიდროში სადაც უნდა დარჩენილიყო 39 დღე.მას უნდა ენახა ჰესიოდეს სული,რომელიც მიბმული იყო ბრინჯაოს სვეტზე და ჰომეროსის სული რომელიც ჩამოკიდებული იყო ხეზე და გარშემორტყმული იყო გველებით. ორი პოეტი უნდა დაესაჯათ მათ მიერ ღმერთების შესახებ მოყოლილი ზღაპრების გამო. 

ტრადიცია ახსენებს კიდევ პითაგორას მოგზაურობას თრაკიაში სადაც მას უნდა ესწავლა ორფიკული პრაქტიკები...

პითაგორა მიდის დიდ საბერძნეთში სადაც 512 თუ 536 წლისთვის ჩადის სამხრეთ იტალიის ბერძენთა მიერ დაარსებულ სიმდიდრით  და უზრუნველი ცხოვრებით სახელგანთქმულ ქალაქ სიბარისთან. მასთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე თეანო, რომელთანაც დაქორწინდა კრეტაზე,მისი ქალიშვილი დამო და ვაჟიშვილი ტელოგესი.


პითაგორა იქ არ დაყოვნდება და წავა ბერძნული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქალაქ კროტონში რომელიც ცნობილი იყო სხვადასხვა თამაშებში გამარჯვებული ღონიერი მკვიდრებით.

პითაგორას მომავალი სიძე იყო მილონ კროტონელი რომელმაც ექვსჯერ გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებში,შვიდჯერ-ისთმის თამაშებში და 9-ჯერ ნემეის თამაშებში. ის გახდება პითაგორას ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოწაფე.

პითაგორა ზღვის სანაპიროზე შეხვდა მეთევზეებს და უთხრა მათ თუ რამდენი თევზი მოაქვთ თავის ბადეში. მან გადაუხადა მეთევზეებს თევზის საფასური და თევზები დააბრუნა ზღვაში. 

მან მალე ასწავლა კროტონის გიმნასიონში რომ ახალხგაზრდებისთვის დასაწყისი უფრო ძვირფასი უნდა იყოს ვიდრე დასასრული,რომ მათ გარიჟრაჟი უნდა ერჩივნოთ მწუხრს,თანამემამულეები უცხოელებს,ღმერთები დემონებს,დემონები გმირებს და გმირები ადამიანებს,და ბოლოს მშობლები შვილებს. 

პითაგორა ქადაგებს ზომიერების,თავშეკავების აუცილებლობას,იმას რომ აუცილებელია სწავლა რაც უნდა შეავსოს ფიზიკურმა ვარჯიშებმა. პითაგორას ქადაგებამ აღაფრთოვანა მილონი რომრლმაც მოძღვარი მიიღო თავის სახლში და ეს სახლი იქცა კროტონის პითაგორელთა კერად მანამდე სანამ ეს სახლი არ გადაწვეს რამაც აღნიშნა პითაგორელთა საზოგადოების დასასრული.

პითაგორამ მაშინ შექმნა რელიგიური, არისტოკრატული სულით გამორჩეული კონგრეგაცია რომელმაც გავლენა მოახდინა მომდევნო მოაზროვნეებზე. 

პითაგორას ექვსასმა მოწაფემ საერთო სარგებლობაში გადასცა თავისი ქონება. ისინი ავრცელებდნენ პითაგორას სწავლებას სამხრეთ იტალიაში. გამორჩეულად ლამაზი პითაგორა მოკრძალებულად ცხოვრობდა თავის თანამგზავრთა შორის. მას ეცვა თეთრი მატყლის სამოსი. ის იკვებებოდა პურით,თაფლით და ბოსტნეულით მაგრამ არა ცერცვით. 

პითაგორა შელოცვებით ამშვიდებს სულიერ და ფიზიკურ ტკივილებს და ტანჯვას. ის უსმენს 9 სფეროს ჰარმონიას და ისინი აქცია 9 მუზად. ლეგენდის თანახმად პითაგორას გავლენას ახდენდა ცხოველებზე და ბუნებაზე. ის ამშვიდებდა ქარიშხლებს და წინასწარმეტყველებდა მიწისძვრებს. არისტოტელეს თქმით //ციტირებულია აპოლონიუსის მიერ// პითაგორა ერთხელ გადადიოდა მდინარე კასასზე და მდინარე ხმამაღლა მიესალმა მოძღვარს.

სახელგანთქმული დარჩა პითაგორას შეხვედრა მოხუც ჰიპერბორეელ ქურუმ აბარისთან. აბარისმა დატოვა თავისი სამშობლო და სალოცავიდან თან წაიღო აპოლონის კოლოსალური ისარი რომლითაც ის გადალახავდა მდინარეებს და მთებს,აძევებდა ავადმყოფობებს, შეწირულობებს კრეფდა თავისი ტაძრისთვის.მან ეს ისარი აჩუქა პითაგორას. 


პითაგორამ მას აჩვენა თავისი ოქროს ბარძაყი, მისი მზიური შთამომავლობის ნიშანი და თქვა რომ მოსულია დედამიწაზე ადამიანთა გადასარჩენად. //ანუ ბერძნული ლეგენდის თანახმად პითაგორა კოლხეთის მეფე აიეტის და მისი ძმა სპარსის მსგავსად მზის შთამომავალი იყო,მთარგმნელი//.

აბარისმა მაშინ მთელი თავისი ქონება გადასცა პითაგორელთა საძმოს და მოძღვრისგან ისწავლა ღვთის და ბუნების შემეცნება,ისევე როგორც მომავლის წინასწარმეტყველება რიცხვთა შესწავლით. მაგრამ ატყდა ომი სიბარისსა და კროტონს შორის რამაც ბოლო მოუღო სამხრეთ იტალიაში გავლენიან პითაგორულ ეზოტერულ ძმობას...

510 წლისთვის სიბარისში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ხალხურმა პარტიამ რომლის მიერაც დევნილმა პითაგორელებმა თავი შეაფარეს კროტონს. ხალხური პარტიის ბელადმა გააგზავნა დელეგაცია და მოითხოვა 500 ლტოლვილი პითაგორელის გადაცემა მისთვის. კროტონმა უარი თქვა და ომი გამოუცხადა სიბარისს. კროტონელებმა იოლად დაამაცხეს განებივრებული სიბარიტები და დაანგრიეს ქალაქი. ეს ფატალური აღმოჩნდა პითაგორელებისთვის.

ვინმე კილონი გაბრაზებული იყო იმით რომ ვერ მოახერხა პითაგორას ეზოტერული საზოგადოების წევრად გახდომა და მან პითაგორელების წინააღმდეგ ააჯანყა კროტონელთა ბრბო. პითაგორამ თავი შეაფარა მეტაპონტს სადაც ის უნდა გარდაცვლილიყო 40-დღიანი მარხვის შემდეგ. სხვები ყვებიან რომ პითაგორას დაეწივნენ  ცერცვის მინდორთან და მან სიკვდილი არჩია ცერცვის გათელვას. ...ზოგის თქმით პითაგორა გაუჩინარდა სტენოპოსში, მეტაპონტის ვიწრო გზაზე რომელსაც ეწოდა მუსეიონი და მისი ორი მოწაფე, დამისი და დემეტრიოსი იყვნენ მისი ამაღლების მოწმე.

კილონის   მომხრეები თავს დაესხნენ მილონის სახლს სადაც იკრიბებოდნენ ხოლმე პითაგორეველები და დაწვეს ის სახლი. სასაკლაოს გადაურჩა ორად-ორი კაცი,არქიპე და ლისის ტარენტელი....

პითაგორას ეზოტერულმა საზოგადოებამ რომელიც დაფუძნებული იყო სრულყოფილებაზე და ძალისხმევაზე ვერ მოახერხა  მთლიანად საზოგადოების გარდაქმნა და დაიშალა...

პირველი საუკუნის ბოლოს გაჩენილი ლეგენდა პითაგორას შესახებ წარმოადგენს,მაშ, შემდეგ ეპიზოდებს: 1. მისი ორმაგი,ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება.2.გამორჩეული ბავშვის შეხვედრა თალესთან.3. განწმენდა ზარატუსტრას მიერ.4.დაბრუნება სამოსში, შემდეგ გადასახლება.5. ჩასვლა ჯოჯოხეთში.6. ჩასვლა იტალიაში და მეთევზეთა ეპიზოდი. 7. ქადაგება კროტონში და მკვიდრთა მოქცევა. 8. ქურუმი აბარისის აღსარება. 9. დევნა.10. პითაგორას გაქცევა და ამაღლება სტენოპოსში.

ითაგორას საზოგადოება ეზოტერული იყო და მისი მოძღვრება ზეპირად გადაეცემოდა საგანგებოდ შერჩეულ და ნაზიარებ,განდობილ მოწაფეებს, როგორც ყველა ეზოტერული მოძღვარი ისიც არ წერდა ნაშრომებს რათა ისინი ხელში არ ჩავარდნოდა მათ ბოროტად გამომყენებელ უმეცრებს. წერდნენ მისი მოწაფეები. მისგან კი უნდა დარჩენილი ე.წ. ოქროს ლექსები რომლებითაც ის მოძღვრავდა მიმდევრებს.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~              
ჩანართი, პითაგორას ოქროს ლექსებიდან:
ღვთაებრივი არსის წვდომა, აი შემოქმედის მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი სულის უმაღლესი დანიშნულება.

უკვდავ ღმერთებს უნდა შესწირო სრულყოფილი მსხვერპლი. შენი რწმენა უნდა დაიცვა და შეინახო,პატივი უნდა მიაგო დიდი გმირების ხსოვნას. თანხმობაში უნდა იცხოვრო გარემომცველ სამყაროსთან.

განწმენდა:
პატივი მიაგე შენს მშობლებსა და ახლობლებს. 

მეგობრად შეარჩიე ნამდვილად ბრძენი ადამიანი, მისდიე მის რჩევებს და არასოდეს ეჩხუბო მას უმნიშვნელო რაღაცეების გამო. 

გახსოვდეს შენს ბედში მიზეზთა და შედეგთა კანონი.

შენ ზევიდან მოცემული გაქვს შენს ვნებათა დაძლევის ძალა. მაშ მოთოკე შენში ნების დაძაბვით სიხარბე და სიზარმაცე,სექსუალური ვნებები და უგონო მრისხანება. 
//პითაგორა ამბობდა რომ ღმერთებმა ადამიანებს მისცეს შვილთა გაჩენის უნარი და მათ პატივი უნდა სცენ ამას ვინაიდან ეს სულებს აძლევს ისევ განხორციელების საშუალებას//.

მარტო ყოფნისასაც და ხალხშიც გეშინოდეს ცუდი საქციელის ჩადენისა და უფრთხილდი შენს ღირსებას. 

მუდამ სამართლიანი იყავი სიტყვით და საქმით და მისდიე გონების და კანონის მითითებებს. 

არ დაივიწყო რომ გარდაუვალ,აუცილებელ ხვედრს ყველა ადამიანი მიჰყავს სიკვდილამდე. 

 გახსოვდეს რომ მიწიერი სიკეთეები ადამიანს იოლად ეძლევა და ის იოლად ჰკარგავს ამ სიკეთეებს. 

რაც შეეხება უბედურებებს რასაც ადამიანებს თავს ატეხს მათი ხვედრი შენ ისინი თავმდაბალი მოთმინებით უნდა აიტანო. მაგრამ ამასთან შეძლებისდაგვარად უნდა ეცადო ტკივილების შემსუბუქებას, უკვდავი ღმერთები არ აგდებენ ადამიანებს ისეთ განსაცდელში რომელიც მათ ძალებს აღემატება. 

ადამიანებს აქვთ დიდი არჩევანი. მათ ეძლევათ ბევრი ცუდი და კარგი შესაძლებლობა. ამიტომ კარგად უნდა დააკვირდეთ მათ რათა შესძლოთ ღირსეული და სწორი არჩევანის გაკეთება.

თუ კი ადამიანებში შეცდომა აჯობებს სიმართლეს ბრძენი განზე დგება და ელის ჭეშმარიტების ისევ გამეფებას. 

ყურადღებით მისმინე და დაიხსომე:

ნუ აგაღელვებს სხვათა საქმეები,არ გიბიძგონ მათ ცუდი სიტყვების თქმისკენ და ცუდად ქცევისკენ. 

უსმინე ადამიანთა რჩევებს,მუდამ იფიქრე,მხოლოდ სულელი მოქმედებს გაუაზრებლად.

აკეთე მხოლოდ ის რაც არ დაგამწუხრებს და არ გამოიწვევს სვინდისის ქენჯნას.

უცნობ რამეს უცებ ნუ მოკიდებ ხელს, ჯერ ისწავლე  ის და მიაღწევ წარმატებას. 

არ უნდა დააუძლურო სხეული. ზომიერად უნდა ჭამო,სვა და ივარჯიშო რათა სხეული გაძლიერდეს და არ იცოდეს ზედმეტობა და სიზარმაცე.
                 
ცხოვრებაში შეძლებისდაგვარად დაიცავი წესრიგი და განაგდე ფუფუნება იმიტომ რომ ის შურს აღძრავს ადამიანებში. 

ნუ იქნები ძუნწი.

არ გაფლანგო შენთვის ბოძებული სიკეთე უსაქმურთა მსგავსად.

აკეთე მხოლოდ ის რაც არ დაგღუპავს არც ეხლა და არც მერე და ამიტომ გაიაზრე ყველა მოქმედება. 

სრულყოფა:
დაძინებამდე ყოველთვის სამჯერ გაიხსენე თუ რა აკეთე დღის მანძილზე და მიუკერძოებელი მოსამართლის მსგავსად გაარჩიე და შეაფასე შენი ნამოქმედარი.ხომ არ დაგიშავებია რამე, ხომ არ დაგავიწყდა იმის გაკეთება რაც აუცილებლად გასაკეთებელი იყო. ცუდი ქცევის გამო ამხილე და დაგმე საკუთარი თავი. გიხაროდეს შენს მიერ გაკეთებული სიკეთე და მიღწეული წარმატება. 

საქმის დაწყების წინ მიმართე ღმერთებს გულწრფელი თხოვნით რათა მათი დახმარებით კარგად დაასრულო დაწყებული საქმე. უგონოდ გაგიჟებულ ადამიანებს არ ესმით რომ სასურველი ბედნიერება მათივე სიღრმეშია. 

ადამიანებს არ ესმით მათი ბედის კანონი, ბორბლებივით მოგორავენ მთიდან და ზიდავენ თავის წინა შეცდომებს,დანაშაულებს,ცოდვებს რომლებიც უხილავად მართავენ მათ ბედს. მაგრამ  წყვდიადიდან ხსნის იმედს იძლევა ის რომ ყოველ ადამიანს აქვს ღვთაებრივი ფესვი დაბუნება მზადაა მისთვის საიდუმლოთა გასახსნელად.

განიკურნე სული და ეს გაგიხსნის გზას თავისუფლებისკენ.
თავი შეიკავე ხორცის ჭამისაგან. ეს ეწინააღმდეგება  შენს ბუნებას და ხელს შეუშლის განწმენდას.

ყველა უნდა ერიდებოდეს ჩხუბს.

თუ კი გინდა  მიწიერი ბორკილებისგან განთავისუფლება  მისდიე ამ მოძღვრებას.

პითაგორას განმწმენდი ზოროასტრეს მოძღვრების თანახმად ყველა ადამიანს სიკვდილის შემდეგ ელის სამსჯავრო და ბოროტმოქმედს მიეზღვება საკადრისი.ისევე როგორც მართალს. //გაგრძელება იქნება//.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
 

ევროპის ძირებთან-პითაგორა და პითაგორელები-1:

დასაწყისი ყველაფრის ნახევარია, ასეთია ერთ-ერთი უცნაური სენტენცია იმათგან რომლებსაც პითაგორეველები უწოდებდნენ ჰომოიას ანუ მსგავსებებს... თუ კი ამას სიტყვა-სიტყვით მივიღებთ უნდა ვაღიაროთ რომ პითაგორა განსაზღვრავს დასავლური აზრის ნახევარს,,,

პითაგორა შარტრის 
კათედრალზე
ჰერაკლიდე პონტოელის მოწმობით პითაგორა შეხვდა ფილიონტეს ტირან ლეონს. პითაგორას თაყვანისმცემელმა ტირანმა მას ჰკითხა თუ რომელ ხელოვნებას ეფუძნებოდა ის. პითაგორას უთქვამს რომ ის არაა ბრძენი, რომ ისაა ფილოსოფოსი ანუ სიბრძნის მოყვარული. ტირან ლეონს ეუცხოვა ეს სიტყვა და იკითხა თუ რითი განსხვავდებიან ფილოსოფოსები სხვა ადამიანებისგან. პითაგორამ უპასუხა რომ ცხოვრება ჰგავს დიდი თამაშების საყურებლად შეკრებილ საბერძნეთს.
ზოგი იქ მიდის გვირგვინის მოსაპოვებლად. ზოგი-სავაჭროდ და ფულის საშოვრად, ზოგი კი უბრალოდ იმის სანახავად თუ რა ხდება თამაშებზე.
ცხოვრებაში ზოგი დიდების მონაა,ზოგი ფულის მონა, მაგრამ სხვები, უფრო მცირერიცხოვანნი, ყურადღებით აკვირდებიან ბუნებას.
ადამიანსა და ღმერთს შორის მყოფი ფილოსოფოსი ამიერიდან იქნება ის იდუმალი არსება
რომელიც მშვიდად უყურებს არსებობის თეატრს. ვფიქრობთ რომ წარმოდგენის შემდეგ ის მოსასხამს გადაიგდებს მარჯვენა მხარზე და წავა როგორც თავისუფალი ადამიანი.
როგორც ჩანს პლატონის აკადემიის ხანის ეს ანეგდოტი შეგვახსენებს თუ რითი ვართ დავალებული პირველი ფილოსოფოსისაგან რომელიც ცდილობდა სამყაროსგან განდგომას ამ სამყაროს უკეთ გასაგებად და ადამიანსა და ღმერთს შორის ხიდის გასადებად.
პითაგორიზმის რელიგიური რჩევები და მორალური პრინციპები ჩვენ შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს და მათი შემეცნების პრინციპები შეიძლება შორს ჩანდეს ჩვენი მეცნიერების მოთხოვნებიდან მაგრამ ფაქტია ის რომ პითაგორას ფილოსოფიამ დიდი გავლენა მოახდინა ცოდნის ყველა სფეროზე მათემატიკიდან და ასტრონომიიდან მუსიკამდე და სახვით ხელოვნებამდე.
დღეს აღიარებულია რომ მეცნიერული თეორიების საწყისებია მითები რომლებიც შეიძლება გამოჩნდნენ მომდევნო,გვიანდელი აღმოჩენების წინათგრძნობად.
მაგრამ პითაგორიზმი არ დაიყვანება ისტორიულ მოძრაობაზე რომელიც უნდა იყოს თანამედროვე მეცნიერების მივიწყებული წყარო.

პითაგორა
პითაგორიზმი მიზნად ისახავდა ბუნების კანონების გაერთიანებას წმინდა მათემატიკაზე დაყრდნობით და მან შექმნა აზროვნების წესი რომელიც ცოცხალია ახალ დროშიც.
პითაგორამ იგრძნო რომ ბუნების არსებები იყენებენ ანალოგიების კლავიატურას და ხედავენ იდუმალ შესაბამისობებს. ამ იდეამ გაიტაცა ბოდლერი,ბალზაკი,ნერვალი თუ მალარმე და ის ისევ ნაყოფიერია შემოქმედთა უმრავლესობისთვის...
მაშ დავაკვირდეთ პითაგორას,იმას ვისაც ჰეგელი უწოდებდა პირველ უნივერსალურ მოძრვარს ///ფრანსუა მატეი,პითაგორა და პითაგორელები,საფრანგეთის საუნივერსიტეტო გამომცემლობები,სერია "რა ვიცი მე?",პარიზი,1983,გაგრძელება იქნება//.

2011-10-28

დღეს დაბეჩავებულ ქართველებს ერთი-ორი სიტყვა იბერებზეც ვუთხრათ.

კლასიკური წყაროების შესწავლის საფუძველზე გამოითქვა თვალსაზრისი რომ ევროპელი იბერები წარმოშობით კავკასიელები იყვნენ.

ერთი-ორი სიტყვა იბერებზეც:
როგორც უკვე აღინიშნა ხმელთაშუა ზღვის სამყაროში ორი იბერია არსებობდა!

«როდესაც ლაპარაკობენ იბერიის ნახევარკუნძულზე //ანუ ესპანეთზე// საზოგადოდ გულისხმობენ ხოლმე რკინის ხანის გვიან პერიოდს (ძვ. წ. VII საუკუნე). ნახევარკუნძულის მკვიდრნი მაშინ კონტაქტს ამყარებენ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ხალხებთან და ქმნიან მრავალფეროვან კულტურებს.

ძველები ძვ.წ.V საუკუნიდან ახსენებენ ნახევარკუნძულის და მდინარე რონის სანაპიროებზე და გიბრალტარის სრუტის იქით მცხოვრებ ხალხებს.

ძველები ამ ხალხებს გეოგრაფიული და არა ეთნიკური კრიტერიუმის შესაბამისად იბერებს უწოდებდნენ. შიდა ქვეყნის მცხოვრებნი კელტები იყვნენ,მაგრამ შიდა ქვეყნის ისტორიკოსებს მათთვის სახელი არ უწოდებიათ.

ტერმინი «იბერი» უნდა მომდინარეობდეს მდინარე ებრე-ს სახელიდან
(ლათინურად იბერუსი); ზოგი მეცნიერი ფიქრობს რომ ლაპარაკია მრავალი ტოპონიმის
პრეფიქსი ილი-ს და ბასკური ბერრუ-ს ასოციაციაზე. ბასკურად «ბერრუ» ახალს ნიშნავს.

ტერმინები «იბერია» და «იბერი» ესპანეთის მიმართ გამოიყენებოდა რომაულ ხანამდე, როდესაც ნახევარკუნძულს დაარქვეს ესპანეთი ( ან პროვინცია ჰისპანიკა),ეს სიტყვა უნდა უკავშირდებოდეს ფინიკიურ გამოთქმას «კურდღელთა მიწა», მაგრამ ყოველთვის დასაზუსტებელია თუ რომელ რეგიონზე თუ ტომზე მიუთითებს ის.

იბერებისათვის საერთო ნიშნებია მხოლოდ ენა, დამწერლობა ( შემდეგში გადაღებული კელტების მიერ) და მათი ხელოვნების კლასიკური წყარო.

საკუთრივ იბერები გავრცელებულები ყვნენ პირენეებიდან ესპანურ ლევანტამდე და ანდალუზიაში ( მთარგმნელის შენიშვნა: სხვათა შორის არიან ისეთი ალჟირელი და ევროპელი მეცნიერებიც რომლებიც ბერბერებსაც წარმოშობით იბერებად თვლიან, მაგრამ ეს ცალკე თემაა).

იბერები რომაულ ხანამდე მრავალ ენაზე ლაპარაკობდნენ. ეს ენები ლათინურმა შეცვალა ძვ.წ.II საუკუნის II ნახევარში. ეს ენები გადარჩა ტოპონიმებში,ჰიდრონიმებში და ორონიმებში. აღმოჩენილია ქვემო გვადალკვივირის არეში გავრცელებულ ენაზე შესრულებული VII საუკუნის გრაფიტი.

არსებობს მოწმობები იმისა რომ იბერულ ზონაში V საუკუნიდან გავრცელებული იყო ანალოგიური მახასიათებლების მქონე ენა. კელტ-იბერებს არ ჰქონიათ საკუთარი ანბანი და მათ იბერული ანბანი აიღეს.

იბერებზე დისკუსიები ერუდიტთა სალონებში XVIII საუკუნიდან დაიწყო. დისკუსიები ლინგვისტურმა ინტერესებმა გამოიწვია. ერთმანეთს უპირისპირდებოდა სხვადასხვა მოსაზრება.ყველაზე გავრცელებული იყო ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის მიერ 1821 წელს გამოთქმული შეხედულება რომლის თანახმადაც იბერები ძველი ბასკების შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ.

იბერები ინდოევროპელები არ ყოფილან.


კლასიკური წყაროების შესწავლის საფუძველზე XX საუკუნის დასაწყისში გამოითქვა შეხედულება რომლის თანახმადაც იბერები //ევროპელი, ესპანელი იბერები// წარმოშობით კავკასიელები იყვნენ.

ფილიპონი 1909 წელს ლაპარაკობდა რომ აზიის (თუ აღმოსავლეთის) იბერები დასავლეთში გადასახლდნენ ბრინჯაოს ხანის დასასრულს» (ბელტრან ანტონიო, «იბერები», კოლექცია «პირველი ევროპელები», პარიზი, პარიზი-ხმელთაშუაზღვისპირეთი,1997, გვ.4-13).

«ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში აღმოსავლეთ ევროპაში დაიწყეს შეღწევა რუსეთის ტყეების ხალხებმა, რომელთაც ჰქონდათ ცულები,იარაღი და რომლებიც ინდივიდუალურად კრძალავდნენ მიცვალებულებს:

დამუშავებული ქვისაგან დამზადებული ეს ცულები კავკასიაში დამზადებული ლითონის მოდელების ასლებს წარმოადგენდნენ. ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან მოსულთა რაოდენობა იზრდება. ისინი მკვიდრდებიან ბოჰემიის ჩრდილოეთ ნაწილში,ლითონის საბადოებით მდიდარ მთებთან ახლოს,სადაც აფუძნებენ უნეტიცეს სახელით ცნობილ მძლავრ ბრინჯაოს ცივილიზაციას. საშუალო ბრინჯაოს ხანაში იგი ტუმულუსის ( ყორღანის) კულტურის სახელით ცნობილი ცივილიზაციის სახით ვრცელდება ალპების ჩრდილოეთით. ლაპარაკია ხეობათა ნეოლითის მიწათმოქმედებზე მშვიდობიანად გაბატონებული მეცხოველეების მიერ აღმართულ არისტოკრატიულ მონუმენტებზე» (A.Varagnac, R. Derolez, «კელტები და გერმანელები»,გამოცემა მსოფლიოს რელიგიები,პარიზი, 1965,გვ.14).

ფრანგი მკვლევარი ბერტრანის თქმით ევროპაში ბრინჯაოს კულტურის წარმოშობაში განსაკუთრებული როლი შეასრულა კავკასიამ (ვ.დომანსკიი, დრევნიაია ხუდოჟესტვენნაია ბრონზა კავკაზა» («კავკასიის ძველი მხატვრული ბრინჯაო»), მოსკოვი,1984, გვ.7). ბერტრანი იყო პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქი სან ჟერმენ ან ლეს მსოფლიოში სახელგანთქმული მუზეუმის მთავარი მცველი).

ისევ და ისევ ბიბლიაზე - 6, ბაბილონის გავლენა ბიბლიაზე:

ბაბილონელთა კულტურა და რელიგია დიდ გავლენას   ახდენდნენ და ახდენენ ბაბილონის და ბაბილონელების გაქრობის შემდეგაც. როგორც უკვე 1898   წელს აღნიშნავდა M.Jastrow ნაშრომში "ბაბილონიის და ასირიის რელიგია"(The Religion of Babylonia and Assyria") ძველი ბაბილონის სარწმუნოების და პრაქტიკათა გავლენა ჩანს მთელი მსოფლიოს რელიგიებში.:"ბაბილონის რელიგიის გავლენას განიცდიან ეგვიპტე, სპარსეთი და საბერძნეთი... მრავალი სემიტური ელემენტის არსებობა თავდაპირველ ბერძნულ რელიგიაში და კულტურაში აღიარებულია იმდენად ბევრი ერუდიტის მიერ რომ უეჭველია. სემიტური ელემენტები მნიშვნელოვანწილად ბაბილონურია.
ურნამუს ზიკურატი,ბაბილონის 
გოდოლის პროტიპი
ევფრატის შუაწელზე მდებარე ძველი ქალაქი ბაბილონი პირველად მოიხსენიება აქადის სამეფოს ხანაში ძვ.წ,23-ე საუკუნეში. ის მთელ რეგიონზე გაბატონდება ძვ.ზ.მე-18 და მე-17 საუკუნეებში.

ყველაფერი დაიწყო ძვ.წ.2300 წლისთვის როდესაც სემიტმა მეფე სარგონ აქადელმა შუმერებს წაართვა ჰეგემონია ძველ შუამდინარეთზე.

ძვწ.მე-7 საუკუნის ერთი ტექსტი უბრუნდება ამ ბუნდოვანი პერსონაჟის დაბადების ამბავს:
„დედაჩემი იყო დიდი ქურუმი. მამას არ ვიცნობდი. ჩემი ბიძები ცხოვრობენ მთაში. ჩემი მშობლიური ქალაქია აზუპირანუ,ევფრატის სანაპიროზე. დედაჩემმა,დიდმა ქურუმმა ჩამსახა და გამაჩინა ჩუმად,საიდუმლოდ, ჩამდო ლერწმის კალათაში და მისროლა მდინარეში. მდინარემ მიმიტანა წყლის მზიდავ აქიმდე რომელმაც ამომიღო წყლიდან, ჩამდო თავის სატლში, მიშვილა, აღმზარდა და მასწავლა მებაღის ხელობა.  მე მებაღე ვიყავი როდესაც შევუყვარდი ქალღმერთ იშთარს. ასე ვიმეფე 56 წლის მანძილზე".

ეს ტექსტი ბიბლიის უძველესი ტექსტების თანამედროვეა. ესაა  ბიბლიის მწერლებზე ბაბილონის გავლენის მოწმე პირველი ტექსტი.

ეს ისტორია ძალიან ჰგავს  დედის მიერ კალათით მდინარეში ჩაგდებული მოსეს ისტორიას. მოსე გადაარჩინა ებრაელი ხალხის მჩაგვრელი ფარაონის ქალიშვილმა.

ფიქრობენ რომ ბიბლიის მწერლებს შორის იყვნენ ძვ.წ. მე-7 საუკუნეში ბაბილონში ლტოლვილობაში მყოფი ებრაელი ქურუმები. ისინი, მაშ, კარგად იცნობდნენ ბაბილონურ ლეგენდას და მისი შთაგონებით დაიწერა მოსეს დაბადების ისტორიაც.

ბაბილონური წარღვნა ბევრად უფრო ადრე იყო ბიბლიურ წარღვნაზე:
ძველი სარგონის ნიღაბი,
ბაღდადის მუზეუმი

სარგონ აქადელის დროს მწერლებმა პირველად დაიწყეს წერა აქადურად. ესაა მდიდარი აქადური ლიტერატურის დასაწყისი. ასურეთში და ბაბილონში გაჩნდება და შემდეგ მთელს აღმოსავლეთში გავრცელდება ლიტურგიული,მეცნიერული და მხავრული ლიტერატურა. მან გავლენა მოახდინა ბიბლიის მწერლებზეც.

ამის დასტურია თქმულება წარღვნაზე რომელიც ჯერ შუმერებში ჩანს,შემდეგ ბაბილონში და შემდეგ ბიბლიაში. 

ასუროლოგმა Georg Smith-მა,რომელიც მონაწილეობდა  მეფე ასურბანიპალის ნინევიის ბიბლიოთეკის თიხის ფირფიტებზე დატანილი ტექსტების გაშიფრვაში 1872 წელს აღმოაჩინა ტექსტი რომელიც უცნაურად და ძალიან გავდა ბიბლიურ თქმულებას წარღვნის შესახებ. 

ეს ტექსტი იყო გილგამეშის ეპოპეის უფრო ვრცელი ტექსტის ნაწილი...

ბიბლიური ტექსტი უეჭველად შთაგონებულია გილგამეშის ეპოპეით  რომლის ერთ-ერთი პერსონაჟია უტნაპიშტიმი. ის კი ნოეს უეჭველი პარალელია.

ბაბილონურ ტექსტში მოყოლილია რომ სულ უფრო და უფრო მრავალრიცხოვანმა ადამიანებმა თავისი ხმაურით და ალიაქოთით დიდად შეაწუხეს ღმერთები რომელთაც გადაწყვიტეს მათი მოსპობა და ასე მოსვენება. ღმერთმა ეამ კი უტნაპიშტიმი გააფრთხილა ღმერთების ამ გადაწყვეტილების შესახებ და ურჩია მას გემის აგება რათა მასში შეეყვანა თავისი ოჯახის წევრები და თითო-თითო ცოცხალი არსება. ამ გემმა უტნაპიშტიმი,მისი ოჯახის წევრები გადაარჩინა მაშინ როდესაც წარღვნა დედამიწას აოხრებდა 7 დღის მანძილზე. 

აი ბაბილონური ხელნაწერის ნაწყვეტი:
„ღმერთებმა ანუნაკებმა ცეცხლი მოუკიდეს მთელ დედამიწას. მოვარდნილმა ნიაღვარმა წალეკა მთათა მწვერვალებიც. 6 დღისა და 7 ღამის  განმავლობაში გრიგალებმა, კოკისპირულმა წვიმებმა,ჭექა-ქუხილებმა და ქარიშხლებმა დაამსხვრიეს მთელი დედამიწა. შეძრწუნდნენ თვითონ ღმერთებიც. ისინი გაიქცნენ და ავიდნენ ანუს ცაში.... მე-7 დღეს ზღვა დამშვიდდა და გაჩერდა.  კიდობანი მიადგა მთა ნიშირს. ათრაჰაზისმა გააფრინა მტრედი, მაგრამ ის დაბრუნდა. შემდეგ გააფრინა მერცხალი,ისიც დაბრუნდა.ბოლოს მან გააფრინა ყვავი რომელმაც იპოვა ხმელეთი და იქ დარჩა. მაშინ ათრაჰაზისმა გაუშვა ჯერ კიდევ კიდობანში მყოფი ცოცხალი არსებები და მსხვერპლი შესწირა ღმერთებს რომლებმაც იგრძნეს საკმევლის სასიამოვნო სუნი და მოირბინეს."

წარღვნის მითი გავრცელებულია ბევრ ხალხში,მაგრამ ნოე ძალიან ჰგავს უტნაპიშტიმს და ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს.

ძველი ბაბილონის პოლითეისტური კულტები:


თვითონ ბაბილონური წყაროების თანახმად ბაბილონში იყო დიდი ღმერთებისადმი მიძღვნილი 53 ტაძარი,მარდუკის 55 სალოცავი,მიწის ღვთაებებისადმი მიძღვნილი 300 სალოცავი,600 სალოცავი ეძღნებოდა ცის ღვთაებებს, ქალღმერთ იშთარს დაუდგეს 180 საკურთხეველი,180-ღმერთებს ნერგალს და ადადს და 12 სხვა ღმერთებს!

ბაბილონელები თაყვანს სცემდნენ ღმერთების ტრიადებს. მათი ზოგი ღმერთი უნდა წარმოადგენდეს ბუნების სხვადასხვა ძალას ან განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ადამიანის სხვადასხვა საქმიანობაზე.

ბაბილონურ რელიგიურ სისტემაში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ხატებს როგორც ამას ადასტურებს ა.ოპენჰეიმი თავის ნაშრომში "ძველი  მესოპოტამია,გარდაცვლილი ცივილიზაციის პორტრეტი"(A.Opprnheim, AncienT Mesopotamia-Portrait of a dead Civilisation"):

"მესოპოტამიური რელიგიისთვის ოფიციალურ თუ კერძო კულტში მთავარ როლს ასრულებდნენ ხატები, გამოსახულებები, როგორც ამაზე მოწმობს იაფი კერპების სიმრავლე. ფიქრობდნენ რომ ღვთაება ცხოვრობდა გამოსახულებაში თუ კი ის იმეორებდა მის ზოგ ნიშანს ან ზოგ სამკაულს და გამოსახულებას შესაბამისად მოწიწებით ეპყრობოდნენ".

ბაბილონისთვის სიკვდილი იყო არსებობის სხვა სახეობაში გადასვლა და არა დასასრული. ბაბილონურ რელიგიურ ტრადიციაში დიდი ადგილი უნდა ჰქონოდა ეზოტერისტულ კონცეფციებს. ძველი ბაბილონელები გატაცებული იყვნენ წინასწარმეტყველებით, ასტროლოგიით,მაგიით და ჯადოსნობით. 

ბაბილონელების აზრით ყოველ ობიექტს,ისევე როგორც ბუნების ყოველ გამოვლინებას მართავს რომელიმე სულის ძალა. 
ბაბილონის ფრთოსანი ხარი


ქურუმს, შამანს სხვდასხვა ქმედებით ან ჯადოსნური სიტყვიერი ფორმულებით  შეეძლო გავლენის მოხდენა ამ სულებზე. 

 ბაბილონელთა უმრავლესობა როგორც ჩანს განსაკუთრებულ ურთიერთობებს ამყარებდა მათ მიერ საგანგებოდ შერჩეულ ერთ ან მრავალ ღმერთთან რომლებსაც უყოყმანოდ მიმართავდნენ დახმარების ან მფარველობის სათყოვნელად.


ებრაელი ხალხის ლტოლვილობა ბაბილონში:

აქადურად ბაბილონი // ბაბ-ილი.//მ// ნიშნავს ღმერთის კარს. უეჭველია რომ ბიბლიის მწერლებზე დიდი გავლენა და შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლეგენდარულმა ქალაქმა იმპოზანტური და პრესტიჟული ნაგებობებით. დიდი  სიმაგრეები,გალავნები,ტაძრები,
სასახლეები ბაბილონის ოქროს ხანაში მას აქცევდნენ აღმოსავლეთის უეჭველ ინტელექტუალურ და არქიტექტურულ ცენტრად. ნაბუქოდონოსორ მეორის მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ  ძვ.წ. მე-7 საუკუნეში ებრაელთა ნაწილი გადაასახლეს ბაბილონში სადაც ებრაელებმა აღმოაჩინეს მრავალფეროვანი მოსახლეობის მდიდარი და კულტურული ქალაქი. ეროვნული ეკონომიკისა და პოლიტიკის გარეშე უცხო ქვეყანაში ებრაელთა გაერთიანების ერთადერთი ქმედითი საშუალება იყო რელიგია.

მესოპოტოტამიური გავლენა შესამჩნევია აგრეთვე რელიგიურ პრაქტიკებშიც.

სწორედ ბაბილონში შემოიღეს ებრაელებმა წინადაცვეთა და დასვენება შაბათს რაც მათ დასჭირდათ ბაბილონის საზოგადოებისგან გამოსაყოფად და ისტორიულ მოგონებათა შესარჩუნებლად.

ებრაელთა ლტოლვილობა ბაბილონში ოფიციალურად დამთავრდა ძვ.წ.538 წ.,დიდი კიროსის სპარსელთა მიერ დაკნინებული ბაბილონის დამარცხების შემდეგ //ბიბლია არაებრაელ და არაიუდეველ კიროსს თვლის ებრაელთა განთავისუფლების იარაღად უფლის ხელში და მას მიაგებს დიდ პატივს,მთარგმნელი//.

 ბაბილონი ბიბლიაში:

ბიბლიამ ბაბილონი აქცია გარყვნილების,კორუფციის და დაკნინების სიმბოლოდ,მოგონებად ქალაქისა რომლის ამაოებამაც განაპირობა მისი დაცემა.
ძველ აღთქმაში ქედმაღალი ქალაქი ბაბილონი აპოკალიპსში არის ყალბი რელიგიის სახე, კორუმპირებული ფინანსური ძალის მქონე და ასეთივე საერთო პოლიტიკის გამტარებელი ქალაქი.

ბაბილონი შედარებულია დიდ კახპასთან. მისგან მომდინარეობენ მითები რომლებიც ატყუებენ ადამიანებს რომ არსებობენ მრავალი ღვთაებები,მაშინ როდესაც ღმერთი ერთადერთია და უმაღლესი. 

"...და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს,და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მხეცსა ზედა წითელსა,სავსესა სახელებითა გმობისაითა,რომელსა ედგნეს შვიდნი თავნი და ათნი რქანი.

და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული,შემკული ოქროითა და  ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ხელთა მისთა ბარძიმი ოქროისაი, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქვეყანისაითა.

და მისსა შუბლსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოი, ბაბილონი დიდი, დედაი მეძავთაი და საძაგელებათა ქუეყანისაითაი //გამოცხ.იოანესი 17,3--5//

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''

ებრაელთა ღმერთის სახელი იაჰვე უეჭველად ფესვგადგმულია შუმერთა ღმერთების პანთეონში. ის ალბათ ცნობილი იყო შუმერებისთვის ღმერთი ენკას თუ ეას სახელით. სახელი ეა წარმოითქმებოდა როგორც ეიაჰ,,,

ებრაელებმა დიდ დრო მოანდომეს შუმერული და ბაბილონური მითების გადაღებას და საფუძვლიანად გადამუშავებას...

2011-10-27

შუმერულ-ბიბლიური წარღვნა და შავი ზღვა

წარღვნის შემდეგ სიცოცხლის განახლება კავკასიიდან დაიწყო, თვითონ წარღვნის ისტორია კი შავ ზღვასთან უნდა იყოს დაკავშირებული

წარღვნა:
«გარყვნილი მსოფლიოს დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ გავიდა 150 დღე და VII თვეს ,თვის XVII დღეს ნოეს კიდობანი არარატის მთებზე გაჩერდა»
( შესაქმე II,8-4).
«კაცობრიობის და ცხოველთა სამყაროს ახალი ცხოვრება,ამდენად, კავკასიიდან გავრცელდა» («სკვითებზე ადრე, ხელოვნების ისტორია საბჭოთა კავშირში», პარიზი,ეროვნულ მუზეუმთა გაერთიანების გამოცემა,1979 წ.,გვ. 154).

ახალი თეორიები წარღვნის შესახებ:
«ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს გაიხსნა დიდი უფსკრულის ყველა რეზერვუარი. დაიწყო თავსხმა რომელიც გრძელდებოდა 40 დღე და 40 ღამე. სულ უფრო და უფრო იწევდა წყლის დონე. წყალმა დაფარა ყველაზე მაღალი მთები» (შესაქმე,7,11-19). ასე აღწერს ბიბლია წარღვნის შთამბეჭდავ ეპიზოდს,კატასტროფას რომელმაც შესძრა კაცობრიობა. საუკუნის დასაწყისიდან შეიქმნა მრავალი ჰიპოთეზა რათა ენახათ ბუნებრივი მოვლენა საკმარისად მნიშვნელოვანი იმისათვის რომ იგი განეხილათ როგორც ღვთაებრივი ნიშანი და ექციათ იგი ბიბლიური თხრობის ნაწილად.

გილგამეში შუა საუკუნეების
ევროპულ ეკლესიებში,
რომანული ხანის ეკლესიებში
გასულ ზაფხულს ტიტანიკის სახელგანთქმული მკვლევარი რობერტ ბალლარდის მიერ შავ ზღვაში მოწყობილმა წყალქვეშა ექსპედიციამ (ექსპედიცია მოეწყო National geographic Society-ს პატრონაჟით) აღმოაჩინა ადამიანთა დასახლების კვალი. ქვის იარაღები და, რაც მთავარია, ხის კოჭები, რაც გვაფიქრებინებს რომ ძვ.წ. 5000 წელს შავი ზღვის ფსკერზე აგებული იყო დასახლება რომელიც შემდეგ ზღვაში იქნა დანთქმული. 
 
აღმოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა: ექსპედიცია მოეწყო ორი ამერიკელი გეოლოგის, უილიამ რიანისა და უოლტერ პიტმანის მიერ 1997 წელს გამოთქმული ჰიპოთეზის დასადასტურებლად. მარილიანი წყლის უძველეს ნიჟარათა დათარიღების შემდეგ ორმა გეოლოგმა ჩათვალა რომ შავი ზღვა წყლით უეცრად შეივსო ძვ.წ. 5000 წლისთვის. უკანასკნელი გამყინვარების დასასრულის შემდეგ ხმელთაშუა ზღვის დონე იწევდა. ბოსფორის სრუტემ ვერ გაუძლო ჭარბი წყლის ზეწოლას და გზა გაუხსნა უზარმაზარ წყალვარდნილს. ერთ წელიწადში ველი ზღვად გადაიქცა და მოსახლეობა იძულებული გახდა შუამდინერეთისკენ გაქცეულიყო.

როგორ შეიძლებოდა მსგავსი მოვლენა ამოშლილიყო ადამიანთა მეხსიერებიდან? უილიამ რიანმა და უოლტერ პიტმანმა ამ პრობლემისადმი მიძღვნილ თავის ნაშრომს დაარქვეს « ნოეს წარღვნა» ( « Noah's Flodd», ) . მათი აზრით მიწათმოქმედმა მოსახლეობამ ზეპირად, თაობიდან თაობაში გადასცა ეს ამბავი. მითის სიმაღლეზე აყვანილი ეს ამბავი ჩაწერილი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 3000 წლის შემდეგ შუმერულ,შემდეგ ბაბილონურ და ბოლოს ბიბლიურ მოთხრობებში.

ორი მკვლევარის კლიმატური თეორია სიმართლის შესაბამისად მიაჩნიათ კლიმატის ისტორიის სპეციალისტებს. საფრანგეთის სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრის ( ჩNღშ) კლიმატის მეცნიერებათა ლაბორატორიის თანამშრომელი ჟან-კლოდ დიუპლესი ადასტურებს : შავი ზღვის ფსკერზე ადამიანის საქმიანობის კვალის აღმოჩენა სერიოზულ საფუძბელს უქმნის ამ თეორიას...» ( ფრანგული ჟურნალი Le Monde de la Bible ანუ « ბიბლიის სამყარო», ნომერი 133,2001 წლის მaრტი, გვ. 58).

«ამერიკელმა გეოლოგებმა უოლტერ პიტმანმა და უილიამ რიანმა 1998 წელს წამოაყენეს ჰიპოთეზა რომლის თანახმადაც ბიბლიურ მოთხრობებს წარღვნის შესახებ საფუძვლად უნდა დასდებოდა ერთი კატაკლიზმი.

მოულოდნელ, ძლიერ და მძაფრ წყალდიდობას უნდა გაეძევებინა შავი ზღვის სანაპიროს მკვიდრნი და მტკნარი წყლის ტბა მარილიან ზღვად უნდა გადაექცია. ეყრდნობოდნენ რა ნალექისა და ნიჟარების ანალიზს, მათ დაასკვნეს რომ წყალდიდობა უნდა მომხდარიყო დაახლოებით 7500 წლის წინ და რომ ძველი ტბის სანაპირო ზღვის ზედაპირიდან 150 მეტრით ქვეშ უნდა მდებარეობდეს. 1999 წელს მათი თეორიის შესამოწმებლად ბალლარდმა შეისწავლა სინოპის (თანამედროვე თურქეთი) მიდამოები. სონარის დახმარებით მან სანაპირო ზოლი ზუსტად მითითებულ ადგილას იპოვა. მის მიერ მოპოვებული ნიჟარები ადასტურებენ ამ ჰიპოთეზას.

დაახლოებით 12 000 წლის წინ მყინვართა დნობამ აამაღლა ოკეანეთა დონე. რიანისა და პიტმანის ჰიპოთეზის თანახმად მარმარილოს ზღვამ გაარღვია ბოსფორის ზღუდე და მარილიანი წყალი ჩაიღვარა შავი ზღვის მტკნარ წყალში. შეიქმნა ორი შრე : ზემო-მწარე და ქვედა-მარილიანი, მოკლებული ჟანგბადს და,ამდენად,სიცოცხლეს.

მრავალი ათასი წლის წინ შავი ზღვა წარმოადგენდა მტკნარი წყლის ტბას და მისი ფართობი დაახლოებით თანამედროვე ფართობის 2/3-ს შეადგენდა,მაგრამ იგი მოწყვეტილი იყო ხმელთაშუა ზღვისაგან. ნეოლითის ხანაში, ქვის ხანის ბოლო პერიოდში,იგი ალბათ წარმოადგენდა ოაზისს გადამხმარი რეგიონის შუაგულში. მყინვართა დნობამ აამაღლა ოკეანეთა დონე გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის დასასრულს. მარმარილოს ზღვამ მაშინ გაარღვია ბოსფორი და გაავსო შავი ზღვის აუზი...

უილიამ რიანი და უოლტერ პიტმანი ხსნიან რომ ხმელთაშუა ზღვის ჩაღვრა შავ ზღვაში თანდათანობით არ მომხდარა,იგი იყო ბოსფორის ადგილას მდებარე მიწის ბარიერის უეცარი გარღვევის შედეგი. თავიდან ეს იყო წყარო,შემდეგ წყალი ძირის გამოთხრის კვალობაზე სულ უფრო და უფრო სწრაფად დიოდა. რამოდენიმე თვეში ის გადაიქცა სწრაფ და ძლიერ კასკადად.

გამყინვარების ხანის დასასრული უეჭველად ხასიათდებოდა შთამბეჭდავი წყალდიდობებით. წინაისტორიის ადამიანებს ისინი უტოვებდნენ ვიწრო ზოლს მყინვარებსა და სანაპირო ზოლს შორის. შემდეგ მყინვართა წყალმა დაიკავა ტერიტორია და შეიჭრა შავ ზღვაში,რომელიც მაშინ მტკნარი წყლის ტბას წარ-
მოადგენდა ( დაახლოებით 10 000 წლის წინ). შავი ზღვის დონეს ყოველდღიურად 15 სანტიმებტრით უნდა მოემატა. პიტმანის დაანგარიშებით ევრაზიის ტრამალების მეზობელი ჩრდილოეთის სანაპიროს მკვიდრნი დღეში ერთ კილომეტრზე მეტით იხევდნენ უკან,მაშინ როდესაც სამხრეთის სანაპიროთა მკვიდრთ თავშესაფრის პოვნა მთებში შეეძლოთ. წყალდიდობის სისწრაფემ არ დაუტოვა დრო ადამიანებს საცხოვრებელთა დასაშლელად, საყოფაცხოვრებო ნივთები ხელუხლებელი დარჩა ზღვის ფსკერზე...

შავი ზღვის პროექტის რეალური განხორციელება 1996 წლის ზაფხულის ბოლოს დაიწყო. ორი პირველი ზაფხულის მანძილზე ლაპარაკი იყო სინოპის ყელის სისტემატურ შესწავლაზე.
გილგამეში შუა საუკუნეების ევროპულ 
ეკლესიებში,რომანული ხანის ეკლესიებში
დადასტურებული იქნა ნეოლითის ხანიდან ბიზანტურ ეპოქამდე მიმავალი არქეოლოგიური ძეგლების არსებობა. ნაპოვნი იქნა 3000-დან 4000 წლამდე ადამიანის ცხოვრების კვალი. ნაპოვნი იქნა კონსტრუქცია ხის ბოძებით და შლამში სანახევროდ ჩაფლული სწორკუთხა ბლოკებით. დანგრეული შენობა!

ნაპოვნი იქნა ადამიანის მიერ წარღვნის წინ დამუშავებული მასალა!

მოვლენათა მეცნიერული რეკონსტრუქცია გვაგონებს გილგამეშის ეპოპეაში მოყოლილ ლეგენდას. ესაა ერთ-ერთი უძველესი ტექსტი! ადამიანური მეხსიერების თვალსაზრისით მითი მღელვარების მომგვრელია, მაგრამ რჩება გლობალურ კლიმატთან დაკავშირებულ ეპიზოდად. ჩაკეტილი შავი ზღვა წარმოადგენდა უნიკალურ საცავს რომელმაც დაიცვა მოწმობები რეგიონალურ და გლობალურ კლიმატურ მოვლენებზე... (National Geographic,საფრანგეთი,2001 წლის მაისი ნომერი,გვ. 56-73).

«... გავრცელებული ნეოლითური ცივილიზაცია:
«პროფესორი ორენში ( Aurenche) აცხადებდა ფრანგულ გაზეთ «Le Figaro»-ში:
შავი ზღვის ნეოლითი უცნობი მიწაა უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ არ გვიმუშავია ამ რეგიონში რომელშიც თითქოს არ უნდა ყოფილიყო წინაისტორიული ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის პირობები რაც ნიშნავს იმას რომ საუნივერსიტეტო მეცნიერებას ა პრიორი უნდობლად უნდა შევხედოთ.

ბალლარდმა იპოვა დაახლოებით 3500 წლის მასალა . დოქტრინა რომლის თანახმადაც ნეოლითური რევოლუციის საწყისი მესოპოტამიაშია ეჭვს ქვეშ დადგა. . უნივერსტეტი პარიზი I-ის პროფესორმა უომ (Huot) უკვე დაწერა ამის თაობაზე:
«... სხვა მესოპოტამიები: შუა აზიის ქვეყნები, ბალუჩისტანი, ინდუსის ველი, თურქმენისტანი თუ ინდოეთის ოკეანეს სანაპირო ქვეყნები» ანუ ინდოევროპელ ხალხთა არე.

მათ წიგნში ამერიკელი სწავლულები უფრო შორსაც მიდიან...

მათი თავი სათაურით «დიასპორა» რუკებზე დაყრდნობით აჩვენებს რომ დიდი ცივილიზაციების (წინადინასტური ეგვიპტელებიდან სამხრეთით პროტოინდოევრპელებამდე ჩრდილოეთით, ერთი ისარი პარიზამდეც მიდის) საწყისიარის დღევანდელი შავი ზღვის ადგილას...» ( ფრანგული ჟურნალი « Aventures de l'Histoire,n°9, Deluge: la Bible disait vrai ! aნუ « ისტორიის თავგადასავლები, წარღვნა, ბიბლია სიმართლეს ამბობდა»,ნ°9,2002 წლის მარტი,გვ. 10-11).

მოკლედ: ამერიკელები, ვისი აზრითაც თეთრკანიანთა რასა კავკასიური რასაა მსოფლიოს დიდი ცივილიზაციების აკვანს კავკასიაში და მის არემარეში ეძებენ და თითქოს პოულობენ კიდეც. 

ჩვენ კი დაგვრჩენია იმის დამატება რომ ამ ამერიკელების მიერ გამოკვლეული არე უძველესი კულხა-კოლხეთია, ესე იგი კოლხები კი არ არიან ეგვიპტელების შთამომავლები,პირიქით !!! ეგვპტელები შეიძლება იყვნენ კოლხების შთამომავლები!!!

Ex Oriente Lux!!!

ისევ და ისევ ბიბლიაზე-5, შუმერების გავლენა დიდ რელიგიებზე:

შუმერთა თანახმად ანუნაკებმა შექმნეს კოლონია ედემი. შესაქმის წიგნის თანახმად ედემი არის ადგილი სადაც შემოქმედმა ღმერთმა ადამის ნეკნიდან შექმნა ევა.

Sitchin-ს თანახმად ადამიანი უნდა იყოს ანუნაკების მიერ ჩატარებული გენეტიკური ოპერაციებისა და მანიპულაციების შედეგი. შემდეგ ლეგენდა ყვება რომ მრავალი ასეული წლის შემდეგ ანუნაკები დაბრუნდნენ დედამიწაზე თავისი საქმიანობის შედეგების სანახავად და მოიხიბლნენ დედამიწელი ქალებით.
ზოგი სპეციალისტი თვლის რომ ეს ისტორია მოყოლილია ბიბლიაშიც. იქ ნათქვამია რომ ღმერთების შვილებმა ნახეს ადამიანთა ქალიშვილები და მათგან ეყოლათ შვილები რომლებიც გმირები გახდნენ.

წარღვნის მითი:
შესაქმის წიგნის მე-5 წიგნში მოთხრობილი მითი წარღვნის შესახებ უნდა იყოს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი,მაგრამ მსგავსი ვერსიის ნარევი. ის ებრაელებმა ალბათ აიღეს ბაბილონელებისგან რომლებმაც თვითონ ის შუმერებისგან აიღეს....

გილგამეში:
გილგამეშის ცხოვრების ყველაზე სრული ვერსია საკმაოდ ახალია და 
გილგამეში 
მომდინარეობს ასურბანიპალის ბიბლიოთეკიდან//მე-7 ს.// ნინევიაში. 
გილგამეში უნდა ყოფილიყო შუამდინარეთის შუმერული ქალაქებიდან უმნიშვნელოვანესის, ურუქის მეფე. მას უნდა ემეფა ძვ.წ. დაახლოებით 2500 წლისთვის.
გილგამეში ალბათ არსებობდა, მაგრამ ამას არ ადასტურებს არავითარი ისტორიული კვალი. ჩვენ პერსონაჟს ვიცნობთ ლეგენდარული მოთხრობებიდან რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია გილგამეშის ეპოპეა. ის სემიტურ ენაზე დაწერილია პალეობაბილონურად წოდებულ ხანაში, ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში.
შუმერთა ნოეს ჰქვია ზიუსუდრა. ბაბილონურ ვერსიაში მას ჰქვია უტანაპიშტიმი.
წარღვნის ამბავი მთხრობილია გილგამეშის ეპოპეის მე-11 ფირფიტაზე.
ღმერთებმა გადაწყვიტეს კაცობრიობის მოსპობა. 
მაგრამ ღმერთმა ეამ გააფრთხილა უტანაპშტიმი და ურჩია მას გემის აგება ოჯახისა და ცხოველთა გარკვეული რაოდენობის გადასარჩენად. წარღვნა გამოიწვია 7-დღიანმა თავსხმა წვიმამ რომელმაც დაფარა დედამიწა. მე-8 დღეს უტნაპიშტიმმა გაუშვა მტრედი და მერცხალი, მაგრამ ჩიტები უკან დაბრუნდნენ რაც იმის ნიშანი იყო რომ ხმელეთი არაა მისწვდომი. ბოლოსწ და ბოლოს მან გაუშვა ყვავი რომელიც არ დაბრუნდა.
მაშინ უტანაპიშტიმი გადავიდა მთა ნიშირზე და მსხვერპლი შესწირა ღმერთებს რომლებმაც გაკვირვებით აღმოაჩინეს რომ კაცობრიობა მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა მთლიანად მომსპარი არ იყო.   
მათ გადაწყვიტეს რომ ამიერიდან უტანაპიშტიმი და მისი შთამომავლები უკვდავები იქნებოდნენ. მათ უტანაპიშტიმი და მისი მეუღლე გადაიყვანეს ზღაპრულ და მიუდგომელ ქვეყანაში "მდინარეთა//ტიგროსი და ევფრატი// შესართავებთან" სადაც დიდი ხნის შემდეგ მას ეწვია უკვდავების მაძიებელი ბაბილონელი გმირი გილგამეში. უტანაპიშტიმი გილგამეშს მოუყვება წარღვნის ამბავს. 
მისი საუკეთესო მეგობრის სიკვდილის მოწმე გილგამეში დადგა უმაღლესი უსამართლობის პირისპირ და მან პირველად იგრძნო სიცოცხლის სისუსტე და დაუცველობა. ის მიხვდა რომ ვერავითარი საგმირო საქმე ვერ იხსნის სიკვდილისგან.
მან მიატოვა ყველაფერი და წავიდა უკვდავების საძებრად. მას გაგონილი ჰქონდა რომ ურუპაკის მეფე უტანაპიშტიმი ოდესღაც გადაურჩა წარღვნას რომელსაც უნდა მოესპო მეტისმეტად საზიზღარ რამედ ქცეული კაცობრიობა. გადარჩნენ მხოლოდ ეს ადამიანი და მისი ცოლი. თანამგრძნობმა ღმერთებმა მათ მიანიჭეს უკვდავება სამყაროსგან მოშორებულ ადგილას.
დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ გილგამეში ბოლოს და ბოლოს მიადგა უტანაპიშტიმის სამეფოს კარიბჭეს რომელსაც იცავდა ორი ადამიანი-მორიელი. ისინი აღაფრთოვანა გმირის ვაჟკაცობამ და მათაც გაატარეს ის. მან გაიარა მთის სიღრმეში მიმავალი ბნელი დერეფანი და შევიდა კედართა ტყის მსგავს შინაგან სამყაროში,მაგრამ მცენარეულობა იქ გაქვავებულია. ერთმა ქალმა აუხსნა გილგამეშს რომ უტანაპიშტიმი განდეგილად ცხოვრობს კუნძულზე "სიკვდილის წყლების" იქით და რომ მხოლოდ გადამყვან ურსანაბის შეუძლია იქ მისვლა თავისი ნავით. გილგამეშმა აიძულა ის გადაეყვანა კუნძულზე. ის დაღლილ-დაქანცული,დამშეული და მხეცების ტყავმოსხმული წარუდგა უტანაპიშტიმს ვისაც მოუყვა თავისი მოგზაურობისა და მიზნის შესახებ. უტანაპიშტიმმა სამაგიუროდ მოყვა თუ როგორ გადარჩა,როგორ შეხვდა ღმერთებს და როგორ მიიღო უკვდავება. მაგრამ იქვე თქვა რომ ესაა ერთადერთი და განუმეორებელი ისტორია.
მიუხედავად ამისა გილგამეშმა დაიჟინა და უტანაპიშტინმა ის გამოსცადა ძილით. გილგამეში დამარცხდა და უნდა დაბრუნებულიყო უკან უკვდავების გარეშე. მაშინ გილგამეშის დასახმარებლად ჩაერია მისი მეუღლე და გმირს მიეცა მეორე შანსი. გილგამეშმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ზღვის ფსკერიდან ამოიტანა ბალახი რომელსაც შეეძლო მოხუცის გაახალგაზრდავება.
გილგამეშს არ შეუჭამია ბალახი იქვე, მას უნდოდა ბალახის ურუქში ჩატანა და იქ მისი გამოცდა მოხუცებზე. მაგრამ უკანა გზაზე,ბანაობისას გილგამეშს ბალახი მოსტაცა და შეუჭამა გველმა. გმირი,მაშ,ცარიელი ხელებით დაბრუნდა ურუქში.
მაგრამ გმირის ძალისხმევა არ ყოფილა ამაო. ხანგრძლივმა ხეტიალმა და უტანაპიშტიმის მიერ მისთვის გამხელილმა საიდუმლოებებმა გარდაქმნეს გმირი გილგამეში და აქციეს ის ბრძენ და ურუქის ტახტზე ასვლის ღირს ადამიანად.

ინდოეთში:
მსგავსი,წარმოშობით შეიძლება სემიტური ლეგენდა ცნობილია ინდოეთშიც. ვედაში ის არაა,მაგრამ პირველად დადასტურებულია როგორც ჩანს ძვ.წ.მე-7 საუკუნეში დაწერილ რიტუალში სატაპატა ბრაჰმანა:
ერთი თევზი აფრთხილებს მანუს რომ წარღვნა გარდაუვალია და ურჩევს მას გემის აგებას. წარღვნის დაწყებისას თევზი გაათრევს გემს ჩრდილოეთისკენ და ჩერდება ერთ მთასთან. სწორედ იქ უცდის მანუ წყლების გადენას.
მსხვერპლის შეწირვის შემდეგ ის ნახავს ქალიშვილს და მათი კავშირის შედეგად ჩნდება კაცობრიობა.

იყო თუ არა ნამდვილად წარღვნა?
მრავალ მითში წარღვნა გამოიწვია ადამიანის დანაშაულითა თუ ცოდვით გაბრაზებულმა ღმერთმა ან უბრალოდ იმან რომ რომელიღაც ღვთაებრივ არსებას უნდოდა კაცობრიობისთვის ბოლოს მოღება.
მრავალმა მკვლევარმა სცადა წარღვნის რეალურობის დამადასტურებელი გეოლოგიური თუ არქეოლოგიური საბუთების მოპოვება,მაგრამ ისინი ეხლა გაყოფილები არიანსხვადასხვა ჰიპოთეზას შორის.
1960 წელს გარდაცვლილმა ბრიტანელმა არქეოლოგმა ლეონარდ ვულიმ აღმოაჩინა ძვ.წ.3500 წლის ნალექები რომლებიც უნდა გაჩენილიყო წყალდიდობათა შედეგად,მაგრამ წყალდიდობათა ბუნება და მასშტაბი უცნობია. წყალდიდობის შუმერული მითი ერთი მოვლენის კი არა,განმეორებად კატასროფათა კვალი. ..

დასკვნისთვის:
Zecharia Sitchin-ის ზოგჯერ ბუნდოვანი თეორიები ართობს მეცნიერთა ნაწილს მაგრამ მის მიერ გამოყენებული საბუთები და აღმოჩენები სულაც არაა სასაცილო,ისინი უეჭველია. რაც არ უნდა იყოს ეს თეორიები არავის სტოვებს გულგრილს ვინაიდან ეხება კაცობრიობის ისტორიის საწყისი ხანის ისტორიულ რეალობას და ტექნიკურ პროგრესს დიდ ქალაქებად მისი ორგანიზაციის გარიჟრაჟზე. 
აღსანიშნავია რომ შუმერთა მოწინავე ცოდნა საოცარია.
შუმერული მითოლოგიური ტრადიციის და ბიბლიური ტრადიციის სიახლოვე დამაფიქრებელია. ეს მსგავსებები გვაფიქრებს უძველესი ცივილიზაციების დამფუძნებელი მითების სიმართლესა და უტყუარობაზე.

2011-10-26

ისევ და ისევ ბიბლიაზე-4, ბიბლია და შუმერები-3:

სამყაროს შექმნის მითი შუმერთა თანახმად

შუმერთა საოცარი ცოდნა:
1938 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ვილჰელმ კიონიგმა ბაღდადის მუზეუმის სარდაფების ერთ-ერთ დარბაზში აღმოაჩინა 2500-ზე მეტი წლის წინ გაკეთებული საინტერესო შუმერული ლარნაკი.
ბაღდადის "ელემენტზე","ბატარეაზე":
ესაა გამომწვარი თიხის პატარა ლარნაკი კუპრის, შავფისის საცობით. სპილენძის მილის შიგნით შეყვანილია რკინის ღერო და ის ძირში სპილენძისგან გამოყოფილია ბიტუმირებული ტამპონით.

ბაღდადის „ბატარეა"
ამ ორ ლითონს შეუძლია ელექტრობის მოცემა. ეს ცილინდრული ჭურჭელი ძირში შედუღებული იყო ტყვიის და კალას ნადნობით.
დადასტურებული იქნა რომ ძლივს 20 სანტიმეტრის სიმაღლის ამ ჭურჭელს შეეძლო ელექტრობის მიღება როდესაც მას ავსებდნენ ყურძნის წვენით. 2000 წლით ადრე გალვანიმდე და ვოლტამდე!!! დღემდე უცნობია ამ ბატარეის დანიშნულება.
მაგრამ ისმის სხვა კითხვა : როგორ მიიღეს შუმერებმა ცოდნა ელექტრობის შესახებ? იქნებ ეს მათ უთხრეს უფრო მაღალი გონიერების არსებებმა?
შუმერული ნაწერები ყვებიან რომ ადამიანები შექმნეს ღმერთებმა ანუნაკებმა, "იმათ ვინც მოვიდნენ ციდან". ციდან მოსულები მოვიდნენ მე-12 პლანეტიდან, პლუტონის უკან არსებული პლანეტიდან მზის სისტემაში. ამ პლანეტას ერქვა ნიბირუ. ანუნაკები,ნეფილიმები ბაბილონელებისთვის და შემდეგ ებრაელებისთვის იყვნენ სულ მცირე 3 მეტრის სიმაღლის გიგანტები.

Zecharia Sitchin-ის თეორიები:
საუნივერსიტეტო ტრადიციამ ეს თეორიები უარყო,მაგრამ ზოგი სპეციალისტის აზრით ანუნაკები იყვნენ უხსოვარ დროში სხვა პლანეტიდან მოფრენილი არსებები რომლებმაც დედამიწის პირველყოფილ მკვიდრებზე ექსპერიმენტების ჩატარებით და გენეტიკური მანიპულაციებით შექმნეს ადამიანები. ამ სპეციალისტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანები არიან Zecharia Sitchin,Laurence Gardner;David Icke.

Zecharia Sitchin-მა პირველმა აჩვენა ფართო საზოგადოებას შუმერული ტექსტები და მხატვრული ელენტები. მან თარგმნა ეს ტექსტები და განმარტა ელემენტები.
ეს ძველი ტექსტები აღწერენ მზის სისტემაში შემავალ დიდ პლანეტა ნიბირუს. ის ძალიან ზუსტადაა გამოსახული თიხის ერთ ნახატზე.
ახლოს გავლისას ამ პლანეტას დიდი ძვრები და ცვლილებები უნდა გამოეწვია დედამიწაზე და მზის სისტემის სხვა პლანეტებზე. სწორედ ამ პლანეტაზე უნდა ეცხოვრად ანუნაკებს,გიგანტებს რომლებიც დედამიწაზე მოვიდნენ კაცობრიობასთან შესახვედრად.
ექვსი ათასზე მეტი წლის წინ გაკეთებული სახელგანთქმული შუმერული ცილიდრული ბეჭედი გვიჩვენებს მზის სისტემას ცენტრში მზით. არადა მეცნიერებმა ჰელიოცენტრული სისტემა აღმოაჩინეს მხოლოდ სამასიოდე წლის წინ. ის ასევე უჩვენებს მეცნიერების მიერ მხოლოდ 1930 წელს აღმოჩენილ პლანეტა პლუტონს და ბოლოს მე-12 პლანეტა ნიბირუს.
შუმერული ბეჭედი 
თუ კი დავაკვირდებით სამ პერსონაჟს დავინახავთ რომ მარჯვნივ მჯდარი ღვთაება ფეხზე ადგომისას მესამედით უფრო მაღალი უნდა იყოს მარცხნივ მდგომ ადამიანებზე.
ეს ანუნაკები დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყვნენ თუ დავიანგარიშებთ მანძილს მუხლს, თეძოს და თავს შორის.
შუამდინარეთში დამკვიდრებულ ანუნაკებს უნდა დაეარსებინათ კოლონია ედემი.

ნიბირუ-მე-12 პლანეტა:
შუმერები ყვებოდნენ რომ ანუნაკები //"ისინი ვინც ციდან მოვიდნენ დედამიწაზე"// დედამიწაზე 400 000-ზე მეტი ხნის წინ მოვიდნენ "მე-12 პლანეტიდან". სწორედ შუმერებს გადასცეს ამ ანუნაკებმა თავისი ცოდნა.
შუმერების თქმით სწორედ ანუნაკებმა შექმნეს ადამიანები. რომლებსაც თავიდან ანუნაკებისთვის სამსახური უნდა გაეწიათ. შუმერული ტექსტები ყვებიან რომ ანუნაკები დედამიწაზე მოვიდნენ ოქროს საბადოების გულისთვის,რომ ოქრო მათ სჭირდებოდათ მათ პლანეტაზე ატმოსფეროს გაფუჭების წინააღმდეგ საბრძოლველად. ერთხელ ოქროს საბადოებში მუშაობისას ისინი აჯანყდნენ. საქმე გამოასწორა ენკიმ რომელსაც აზრად მოუვიდა ანუნაკების სისხლის ჰომინიდების სისხლთან შერევით ჰიბრიდული არსების,პირველყოფილი მშრომელის შექმნა....

სხვა თეორიები ანუნაკების წარმოშობის შესახებ, ენოქის წიგნი//ბიბლიური ნეფილიმ//:
ენოქის წიგნი არის აპოკრიფულად წოდებული წიგნი რომელსაც ეკლესია არ თვლის ბიბლიის კანონიკურ წიგნად. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა ამ წიგნის მივიწყებას და განზე გაწევას.

ენოქის წიგნი
ხშირად აღიარებენ რომ წიგნი მიუთითებს ფარულ მნიშვნელობებზე და "გამაღიზიანებელ" გამოცხადებებზე ძველი აღთქმის ზოგი დოგმის შესახებ.
ეს განსაკუთრებით ეხება ანგელოზების მოსვლას დედამიწაზე და მათ დაწყვილებას მიწიერ ქალებთან//ითვლება რომ ანგელოზებს სქესი არ უნდა ჰქონდეთ//. ამ ანგელოზებს უნდა გადაეცათ ადამიანებისთვის აკრძალული ცოდნა. ამ ანგელოზთა და მიწიერ ქალთა კავშირიდან უნდა გაჩენილიყო გიგანტთა //ნეფილიმთა// მოდგმა რომლის მოსპობასაც ისახავდა მიზნად ღმერთი წარღვნით. მხოლოდ ეთიოპური ერთ-ერთი უძველესი მონოფიზიტური ეკლესია აღიარებს ამ ტექსტს კანონიკურად.
ენოქის წიგნის პირველი ნაწილის პატარა ნაწყვეტი ციტირებულია ახალ აღთქმაში//მოციქულ იუდას წერილი//" და ენუქმაც. ადამის შემდეგ მეშვიდემ,იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა: აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმინდანით რათა მოახდინოს სასამართლო ყველაზე და ამხილოს ყველა უღმერთოს ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღმერთობით ჩაიდინეს, და ყოველგვარი სასტიკი სიტყვები,მის მიმართ რომ უთქვამთ უღმერთო ცოდვილთ"//14-15//.
ენოქის პირველი წიგნის სხვა ნაწილები როგორც დადებითად ისე უარყოფითად მოჰყავს ზოგ ეკლესიის მამას. ვატიკანი, რომელმაც 2002 წელს ისევ დაგმო წიგნი,ისევ არ აქვეყნებს მთლიანად 1976 წელს მკვდარი ზღვის ხელნაწერებს შორის აღმოჩენილი ენოქის წიგნის ფრაგმენტებს.
ეს წიგნი უმთავრესად ყვება ანგელოზების დაცემის, დედამიწაზე მოსული გიგანტების შესახებ. რა მძიმე საიდუმლოებს ამჟღავნებს ეს წიგნი?
ებრაულად ენოქი ნიშნავს ინიციირებულს,განდობილს. ენოქი //ზოგჯერ წერენ როგორც ენოკს, ქართულ თარგმანში კი ენუქს// იყო მე-7 პატრიარქი წარღვნამდე, მათუსალემის მამა, ლამეხის პაპა და ნოეს პაპის პაპა. ენოქი "აიტაცა"ღმერთმა ცეცხლიანი ეტლით და ის უკვდავი გახდა ისევე როგორც ელია, უმნელოვანესი წინასწარმეტყველი.
ტრადიციის თანახმად ენოქი უნდა იყოს მე-7 შუმერი მეფე წარღვნის წინ.

ენოქი, ბიბლიური მე-7 პატრიარქი. 
წარღვნის წინ.ის ღმერთმა ელიას 
მსგავსად ცეცხლოვანი ეტლით 
აიტაცა ცაში და ის უკვდავი
 გახდა. არსებობს ტრადიცია 
რომლის თანახმადაცის უნდა 
ყოფილიყო მე-7 შუმერი მეფე
 წარღვნის წინ. 


ანუნაკები უნდა ყოფილიყვნენ დედამიწის მეთვალყურე გუშაგები რომელთაც ევალებოდათ იაჰვეს ქმნილებათა დაცვა ედემის ბაღში და დედამიწაზე. ისინი ღმერთმა შექმნა როგორც სრულყოფილი არსებები, ანგელოზები.  ეს გუშაგები ბოლოს და ბოლოს უნდა  აჯანყებულიყვნენ ღმერთისა და დედამიწაზე მათი ყოფნის წინააღმდეგ, ისინი აჯანყდნენ,აღარ ასრულებდნენ თავის მოვალეობას და ეწყვილებოდნენ დედამიწის ქალებს რათა მათგან ჰყოლოდათ შთამომავლობა. ამან გამოიწვია მათი შთამომავლობის და მთელი კაცობრიობის გენეტიკური გადაგვარებანი. განრისხებულმა იაჰვემ წარღვნით მოსპო გადაგვარებული კაცობრიობა და გადარჩა ერთადერთი გენეტიკურად წმინდა ოჯახი.
მაგრამ წარღვნის შემდეგაც გადარჩენილი გუშაგები კიდევ აჯანყდნენ და ისინი დაისაჯნენ და გაძევებული იქნენ დაკარგული სამოთხიდან,მათი პირველი სამკვიდროდან ვინაიდან ისინი ისევ განაგრძობდნენ ქალების და ადამიანის გენების დაბინძურებას. ეს შეჯვარება და ადამიანის გენების გადაგვარება ისევ შეადგენს ჩვენი სამყაროს დიდ ნაწილს. უდიდესი ბოროტება გამოსწორებული იქნა, მაგრამ შეჯვარების ნიშანთა უმრავლესობა არ იქნა ამოცნობილი.
ენოქის წიგნის პირველ ნაწილს ჰქვია გუშაგთა წიგნი. ის ყვება რომ ღმერთმა ენოქს უთხრა რომ კაცობრიობას მოსპობს გამანადგურებელი წარღვნა.

ამ წიგნის სარჩევის ნაწილი :
1 ნაწილი: ანგელოზების დაცემა და ენოქის მიძინება.
თავი მე-6: ანგელოზთა კავშირი ადამიანთა ქალიშვილებთან.
თავი მე-7: გიგანტთა დაბადება და ბოროტმოქმედებები.
თავი მე-8 : რა ასწავლეს ადამიანებს ცუდმა ამგელოზებმა.
თავი მე-9: კარგ ანგელოზთა ჩარევა.
თავი მე-10:ღმერთი ბრძანებს წარღვნას და ცუდი ანგელოზების დასჯას მარადიული ცეცხლით. ის წინასწარმეტყველებს მართალთა ბედნიერებას.
თავი მე-11:ღვთაებრივი დალოცვები.
თავი მე-12: ენოქის მისია პირველ ანგელოზებთან.
თავი მე-13: დაცემული ანგელოზები შუამავლობას სთხოვენ ენოქს.
თავი მე-14: ენოქის ხილვა- ცუდი ანგელოზების დასჯა. ღმერთის სახლი და ტახტი.
თავი მე-15: ღმერთი ავალებს ენოქს ცუდი ანგელოზებისთვის მათი დანაშაულის უზომობის ჩვენებას.
თავი მე-16:გუშაგები დაისჯებიან ადამიანებისთვის დამღუპველი საიდუმლოს გამხელისთვის."

ამ მოთხრობების პარალელიზმი შუმერულ მითებთან აშკარაა. 

ეთიოპური ხატი. ამ წმინდანს ლომმა შეუჭამა 
ძაღლი. წმინდანმა უსაყვედურა ეს რა 
ქენი ძაღლი ხომ ჩემი მეგობარი 
იყოო და ლომს შერცხვა...